„რკინის მავთულს წამოედო, ყელზე შემოეხვია, დაიმტვრა, სერიოზული დაზიანებები აქვს... პატრულმა იქეთ დააჯარიმა... ხალხო, წარმოუდგენელია. ადვოკატი გვჭირდება“ - რა ინფორმაცია ვრცელდება სოცქსელში?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ კვარაცხელია ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებები. მოვიდა პატრული და 250 ლარით დააჯარიმა ეს მოქალაქე, რადგან მავთულზე როცა გამოედო და დაიმტვრა, საავარიო სიტუაცია შექმენიო. ხალხო, აქეთ დააჯარიმეს ადამიანი. წარმოუდგენელია. ადვოკატი გვჭირდება.“