თეგებით ძიება
22. 08. 2024 მსოფლიო

მამაკაცი, რომელმაც 48 წელი ციხეში სასამართლოს შეცდომის გამო გაატარა, კომპენსაციის სახით შვიდ მილიონ დოლარს მიიღებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში უდანაშაულო მსჯავრდებულს ციხეში გატარებული 48 წლისთვის კომპენსაციას გადაუხდიან. ამის შესახებ The Washington Post-ი  წერს.

48 წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 71 წლის გლინ სიმონსმა ქალაქ ოკლაჰომა სიტიზე და ყოფილ გამომძიებელ კლოდ შობერზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელში ასევე ნახსენებია ქალაქი ელმონდი, სადაც დანაშაული მოხდა და გამომძიებელი ენტონი დევიდ გარეტი, რომელიც იქ მუშაობდა. სიმონსი ამტკიცებდა, რომ გამომძიებლებმა შეთითხნეს საქმე, რომლის გამოც ის ციხეში მოხვდა.

ელმონდის საქალაქო საბჭომ მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქალაქი  დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ მზადაა მომჩივანს 7,2 მილიონი დოლარი გადაუხადოს. ოკლაჰომა სიტისთან სამართლებრივი ბრძოლა  კიდევ გრძელდება.

გლინ სიმონსი  ოკლაჰომა სიტის გარეუბანში მდებარე პატარა ქალაქის, ედმონდის ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში შეჭრისა და ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. 1974 წლის 30 დეკემბერს მაღაზიაში ორი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაშავდა. სასამართლოზე უამრავმა მოწმემ დაადასტურა, რომ მაღაზიაზე თავდასხმის დროს სიმონსი სხვა ქალაქში ნახეს, მაგრამ ნაფიც მსაჯულებმა მოწმეთა ჩვენებები არ გაითვალისწინეს. სიმონსი ელექტროსკამს მხოლოდ იღბალის წყალობით გადაურჩა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა