თეგებით ძიება

"შეიძლება ეს ბრძოლა ცოტა გაგვიგრძელდეს... დღეს არაფერი დასრულებულა, პირიქით, იწყება სრულიად ახალი პროცესი" - ვაშაძე

შე­იძ­ლე­ბა ბრძო­ლა ცოტა გაგ­ვიგ­რძელ­დეს, მაგ­რამ, მერ­წმუ­ნეთ, არ­ცერთ წამს, არ­ცერთ წუთს ჩვენ­გან უკან და­ხე­ვას არ იხი­ლავთ! - შევ­ქმნით ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­ქა­ნიზ­მებს, რო­მე­ლიც თქვენ­გან [ხალ­ხის­გან] იქ­ნე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი და და­ი­წყებს ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას­თან, - ასე მი­მარ­თა „ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს.

ვა­შა­ძის თქმით­ვე, დღე­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არა­მედ „თვით­მარ­ქვია ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა“.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბი­დან გა­ი­პა­რა. გა­ი­პა­რა სა­კუ­თარ თვით­მარ­ქვია დაჯ­გუ­ფე­ბას­თან ერ­თად, რო­მელ­მაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ა­წყო. პირ­და­პირ ვთქვათ, რომ ეს დღე­ი­დან არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არა­მედ თვით­მარ­ქვია ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მელ­თაც უნ­დათ, ეს ქვე­ყა­ნა მი­ი­ტა­ცონ, მაგ­რამ, პი­რო­ბას გაძ­ლევთ, ერ­თობ­ლი­ვი ბრძო­ლით აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ და ამ გა­მარ­ჯვე­ბას ბო­ლომ­დე მი­ვი­ტანთ. არ­ცერ­თი წუ­თით არ და­ვი­ხევთ უკან. ვიბ­რძო­ლებთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვოს, თქვენ გა­ი­მარ­ჯვოთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და ეს ქვე­ყა­ნაც გე­კუთ­ვნო­დეთ თქვენ და არა ვიწ­რო ჯგუფს, რო­მელ­საც მი­ტა­ცე­ბუ­ლი აქვს დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

მე­გობ­რე­ბო, ეს ბრძო­ლა არ არის მოკ­ლე ბრძო­ლა. შე­იძ­ლე­ბა ეს ბრძო­ლა ცოტა გაგ­ვიგ­რძელ­დეს, მაგ­რამ, მერ­წმუ­ნეთ, არ­ცერთ წამს, არ­ცერთ წუთს ჩვენ­გან უკან და­ხე­ვას არ იხი­ლავთ.

ჩვენ ბო­ლომ­დე თქვენ­თან ერ­თად მი­ვაწ­ვე­ბით, რომ ეს რე­ჟი­მი ჩა­მო­ი­შა­ლოს და ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხმა და­იბ­რუ­ნოს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყოთ თქვენ! მერ­წმუ­ნეთ, აუ­ცი­ლებ­ლად ასე მოხ­დე­ბა. არც წვი­მა გაგ­ვა­ჩე­რებს, არც ქარი, არც სი­ცი­ვე და ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბით აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ და ვი­ზე­ი­მებთ ისეთ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც ყვე­ლას გინ­დათ“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ის ბრძო­ლის ხაზი პრო­ტეს­ტი და სა­გა­რეო ას­პა­რე­ზი იქ­ნე­ბა.

"ჩვე­ნი ბრძო­ლის ხაზი იქ­ნე­ბა პრო­ტეს­ტი; ჩვე­ნი ბრძო­ლის ხაზი იქ­ნე­ბა სა­გა­რეო ას­პა­რე­ზი; ჩვე­ნი ბრძო­ლის ხაზი იქ­ნე­ბა თქვენ­თან ერ­თად. სულ მალე დად­გე­ბა ის წამი, რო­დე­საც გა­დამ­წყვეტ შე­ტე­ვას მი­ვი­ტანთ ამ თვით­მარ­ქვია დაჯ­გუ­ფე­ბა­ზე და სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბას ვი­ზე­ი­მებთ.

დღეს არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, იწყე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი პრო­ცე­სი. დღე­ვან­დელ დღეს „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, ივა­ნიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი თავი და­ა­ყე­ნა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიღ­მა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­დი­ვართ ახალ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ამ ქვე­ყა­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ჰყავს. ჰყავს მხო­ლოდ თვით­მარ­ქვია დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უწო­დებს თავს. ჩვენ, ყვე­ლა შევ­ქმნით ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­ქა­ნიზ­მებს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი თქვენ­გან და და­ი­წყებს ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას­თან, რათა სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ბე­ტონ­დეს ის, რომ არ მოხ­დე­ბა არ არ­ჩევ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა. თქვენს წარ­მო­მად­გენ­ლად იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი ის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ.

ბრძო­ლა არის ერთ-ერთი გზა იმის­თვის, რომ გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვო. თუ ხელს ჩა­მო­ვუშ­ვებთ, მტე­რი გა­ი­მარ­ჯვებს. თუ ვიბ­რძო­ლებთ, თავ­და­დე­ბას, ბრძო­ლას, წინსვლას, შე­დე­გი ექ­ნე­ბა. თქვენ წი­ნა­შე ვფი­ცავ, არ­ცერ­თი წა­მით არ და­ვი­ხევთ უკან! ვივ­ლით წინ და ამ გა­მარ­ჯვებს მო­გი­ტანთ თქვენ! გა­მარ­ჯვე­ბას მო­ვი­პო­ვებთ თქვენ­თან ერ­თად! თქვენ ხართ ამ ქვეყ­ნის ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს ღირ­სე­ულ, ერ­თი­ან, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას. მჯე­რა, რომ ავა­შე­ნებთ ქვე­ყა­ნას, სა­დაც დიდს და პა­ტა­რას სა­კუ­თა­რი, ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი ექ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა