თეგებით ძიება

"სიკვდილის პირას ჰყავთ მიყვანილი" - ქუთაისის ციხიდან კლინიკაში გადაყვანილი პატიმრის ოჯახი ციხის დირექტორთან შეხვედრას ითხოვს

ხმაურია ქუთაისის #2 პენიტენციურ დაწესებულებასთან - 30 წლის პატიმრის, ნიკა კენჭაძის (ბასილაძის) ოჯახის წევრები ციხის დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი ციხეში სცემეს. პატიმარი ამჟამად თბილისში, კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა სამართებლის გამოყენებით.

"აშკარად რაღაც მომხდარია ციხეზე, შეგზავნილი ჰყავთ ვიღაც და სპეციალურად გაკეთებულია ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ კარანტინში უნდა ყოფილიყო ორი კვირა და კარანტინში თუ იმყოფებოდა ასეთი სიტუაცია რატომ უნდა მომხდარიყო. სიკვდილის პირას ჰყავთ მიყვანილი. ვერანაირად ვერ მიიყენებდა, თვალს როგორ დაიზიანებდა ასე და ბლაგვი რა მისცეს, რა ჰქონდა ციხეს, რომ თავში ბლაგვი რაღაცით დაიზიანა თავი?!" - ამბობს პატიმრის მეუღლე, ნათია ბასილაძე.

პატიმრის მამა, ბეჟან კენჭაძე ამბობს, რომ შემთხვევა შაბათს მოხდა, კლინიკაში პატიმარი კვირას ღამის ორ საათზე მიიყვანეს. 

პატიმრის ნათესავების ნაწილი შეკრებილია კლინიკა "ვივამედთანაც". მათი ცნობით, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა