ჩვენი ოპონენტები მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები - კობახიძე
„ჩვენი ოპონენტები მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ხელისუფლების ერთადერთი ამოსავალი წერტილი.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ არ ვიყურებით განცხადებებისკენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვიყურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ. ყველა ნაბიჯი იდგმება სწორედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი.
ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინ ხან აქეთ იყურება, ხან იქით, მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს. ჩვენთვის ეს არ არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.