"სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია“ - ზელენსკი კრემლზე დარტყმების მიტანაზე
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისთვის სამწუხაროა, რომ კრემლზე შეტევა არ შეუძლია. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიაში, საერთაშორისო ფორუმ „ამბროზეტიზე“ გამოსვლისას განაცხადა.
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მაგალითად იტალიას, ან სხვა რომელიმე ქვეყანას ეშინია, რომ კრემლს დავარტყამთ, ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. შორი დისტანციის იარაღი, რომელიც თქვენ და თქვენს პარტნიორებს გაქვთ, დაახლოებით 200 კილომეტრის დისტანციაზე ისვრის. მაშასადამე, თქვენმა მწარმოებლებმა უნდა სცადონ, რომ დისტანცია გაზარდონ. ალბათ გესმით, რომ ვხუმრობ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
თუმცა, ზელენსკიმ აქვე დასძინა, რომ სინამდვილეში, ეს სერიოზული საკითხია, რადგან რუსეთი ყოველდღიურად, 4 ათასზე ბომბს იყენებს უკრაინის ტერიტორიებზე შეტევებისთვის.