"16 წლის ვიყავი, როცა ხელი დამეწვა, შესაბამისად ხელის ამპუტაცია დამჭირდა“ - პარალიმპიელი ანა ჯაფარიძე პირველი გამარჯვების ემოციებზე (ვიდეო)
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ანა ჯაფარიძემ პარა ტაეკვანდოში საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
52 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ეგვიპტელი სალმა ალი აბდ ალ მონემ ჰასანი დაამარცხა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ანა ჯაფარიძე გადაცემას „იმედის დილა“ სტუმრობდა, სადაც მან გამარჯვების ემოციები გაიხსენა.
"ჩემი მთავარი მიზანი იყო, ღირსეულად გამოვსულიყავი. წაგება-მოგებაზე აქცენტი არ მქონია. მინდოდა, საქართველოს სახელი გასულიყო ღირსეულად და თამამად.
როგორც კი გამოვედი, არ ველოდი პირველი ადამიანი ვინც შემხვდებოდა ქართველი იქნებოდა, ძსლიან გამიხარდა. იყო ქართველი არ არის მხოლოდ ეროვნება, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გავაძლიეროთ.
16 წლის ვიყავი, როცა ხელი დამეწვა, შესაბამისად ხელის ამპუტაცია დამჭირდა, თუმცა ძალიან კარგად მიდის ჩემი ცხოვრება. თავიდან სიმშვიდით არ მივიღე ეს ამბავი, მაგრამ მერე საზოგადოებისგან კარგ რეაქციებს ვიღებდი.
ოჯახს ძალიან უყვარს სპორტი, აქტიური ცხოვრება. ვერ გამოვყოფ ვერცერთ ოჯახის წევრს, რადგან ყველა ძალიან გვერდში მიდგას. ბაბუაჩემი ყოველთვის პოულობს დროს, რომ მიმიყვანოს ვარჯიშზე“, - ამბობს ანა ჯაფარიძე.