"ნამდვილად არ ვიფიქრებდი, რომ ქართველი ქართველს ოდესმე ასე გაიმეტებდა... არ შეიძლება ასე მოქცევა თუ შენი ქვეყანა გიყვარს“ - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე? (ვიდეო)
მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ საკუთარ გამომწერებს რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა, ნუცამ „გრემის“ ყოველწლიურ მუსიკალურ დაჯილდოებაზე დასასწრებად მოსაწვევი მიიღო.
აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ნუცამ გადაცემაში "იმედის დღე“ ისაუბრა.
"ერთი კვირის წინ მივიღე მოსაწვევი, ვფიქრობდი მაყურებლისთვის გამეზიარებინა თუ არა ეს ინფორმაცია. იმდენად აჟიტირებული ვიყავი და გახარებული, გავაზიარე.
2 თებერვალს იქნება დაჯილდოება, მე არც ვმღერი და არც ნომინირებული ვარ, უბრალოდ ვიქნები სტუმრის სახელით.
ბულინგი, შემოტევები ჩემთვის სიახლე არ არის, მაგრამ ნამდვილად არ ვიფიქრებდი, რომ ქართველი ქართველს ოდესმე ასე გაიმეტებდა. შენი თანამემამულე ამხელა წარმატებას რომ აღწევს, რაც არ უნდა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, არ შეიძლება ასე მოქცევა თუ შენი ქვეყანა გიყვარს.
იცით რატომ მიყვარს ამერიკა? რადგან ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ამის გამო არავინ არავის არ ბლოკავს“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.