თეგებით ძიება

"ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში, საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და დამოუკიდებლობასაც" - სააკაშვილი

"ივა­ნიშ­ვი­ლი ღიად გა­და­ვი­და რუ­სე­თის მხა­რეს და თუ ის დარ­ჩა და რუ­სეთ­მა გა­ი­მარ­ჯვა და­სავ­ლეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში (რა­საც მე გა­მოვ­რი­ცხავ), სა­ქარ­თვე­ლო და­კარ­გავს აფხა­ზეთ­საც და სა­კუ­თარ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­საც", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, თუ სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩე­ბა რუ­სე­თის მხა­რეს, გაჩ­ნდე­ბა საფრ­თხე, რომ მას შემ­დეგ

რაც რუ­სე­თი სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­ცხდე­ბა, და­სავ­ლეთ­ში გაჩ­ნდეს პო­ზი­ცია აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

“რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთს, ივა­ნიშ­ვი­ლი ღიად გა­და­ვი­და რუ­სე­თის მხა­რეს და თუ ის დარ­ჩა და რუ­სეთ­მა გა­ი­მარ­ჯვა და­სავ­ლეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში (რა­საც მე გა­მოვ­რი­ცხავ), სა­ქარ­თვე­ლო და­კარ­გავს აფხა­ზეთ­საც და სა­კუ­თარ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­საც.

მარ­ტო ის რად ღირს, რომ ახლა რუ­სე­თი ცდი­ლობს და­ცა­რი­ე­ლე­ბულ ოჩამ­ჩი­რის და გა­ლის რა­ი­ო­ნებ­ში რუ­სე­ბის ჩა­სახ­ლე­ბას, რათა გა­ა­ნე­იტ­რა­ლოს ქარ­თვე­ლე­ბის ოდეს­მე დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხე.

თუ სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩა რუ­სე­თის მხა­რეს, გაჩ­ნდე­ბა საფრ­თხე, რომ მას შემ­დეგ რაც რუ­სე­თი სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­ცხდე­ბა, და­სავ­ლეთ­ში გაჩ­ნდეს პო­ზი­ცია აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

მინ­და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო, რომ პირ­ველ მსოფ­ლიო ომში რუ­მი­ნე­თი და­მარ­ცხდა ბრძო­ლის ველ­ზე, მაგ­რამ იმის გამო, რომ გა­მარ­ჯვე­ბულ ბლოკ­ში იყო, ომის შე­დე­გად ტე­რი­ტო­რია მკვეთ­რად გა­ე­ზარ­და.

ჰორ­ტის უნ­გრე­თი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს იყო გერ­მა­ნი­ის მო­კავ­ში­რე, ამი­ტომ ქვე­ყა­ნა დარ­ჩა მისი ის­ტო­რი­უ­ლი მი­წე­ბის დიდი ნა­წი­ლის გა­რე­შე.

ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აქვს თა­ვი­სი ფასი. მათ შო­რის უმ­თავ­რე­სი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 26 ოქ­ტომ­ბერს”, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა