"სახიფათო მებრძოლია, რომელთან შეხვედრაც ყოველთვის მსურდა... ამ გამარჯვებას გალიაში მოვიპოვებ“ - როგორ ემზადება მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალთან შესახვედრად? (ვიდეო)
მალე სულ UFC-ის სუპერმსუბუქი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება, რომელშიც მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის დაუპირისპირდება.
სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათიდან გაიმართება.
"სამშაბათს წყალს მაინც ვსვამდი, დღეს იქნება ცოტა რთული, გრძელი დღეა, უამრავი ინტერვიუ მექნება, ერთი და იგივე შეკითხვა.
აქ არც მწვრთნელს სცალია შენთვის, არც მასაჟისტი გყავს პერსონალური და დამოუკიდებელი ხარ, თუმცა ამ დროს ძლიერდები.
როცა შენით შრომობ და წვალობ უფრო ტკბილია.
როდესაც მოსაღამოვდება, დაიწყება ბრძოლის დრო და ეს ბედნიერი პერიოდია. ამ დროს ყველაზე მშვიდი და გახარებული ვარ, რადგან ჩხუბის მეტი აღარაფერი მაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, მომდევნო 2-3 დღე საერთოდ არ ვფიქრობ ბრძოლაზე.
მოვეშვები და დროს მთებში გავატარებ. ჯერ გამარჯვება მისაღწევია. ამ გამარჯვებას გალიაში მოვიპოვებ.
სახიფათო მებრძოლია, რომელთან შეხვედრაც ყოველთვის მსურდა. ამას ემატება სხვა ფაქტორებიც, „სფეროში“ ვიქნებით, თან მექსიკის დამოუკიდებლობის დღე იქნება“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.