თეგებით ძიება

ღრუბლიანობის მომატება და ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 სექტემბერს, კვირას საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, დროგამოშვებით 32 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +26, +31°, მთაში დღისით +23, +28°, მაღალ მთაში დღისით +20, +25°.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°, მთაში დღისით +19, +24°, მაღალ მთაში დღისით +8, +13°, ზოგან +22°-მდე.

თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა +24°. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა