თეგებით ძიება

"მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!" - მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: “იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.”

მდინარაძის თქმით, ის მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, რომ არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი.

“ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა. მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!” - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა