გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა - როგორია მისი მდგომარეობა?
გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.
დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.
კლინიკის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში პოლიტრავმით შეიყვანეს. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალს სარეცხის დაფენისას ფეხი დაუცდა და აივნიდან გადმოვარდა. დაშავებულს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.