თეგებით ძიება

26 ოქტომბერს, კახა კალაძე, მთელ გუნდთან ერთად, კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ - კობახიძე

მე მინდა გერმანიის ელჩს ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს, კახა კალაძე, მთელ გუნდთან ერთად, კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, იქნება ეს ქართველი, თუ უცხოელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც კახა კალაძესთან დაკავშირებით, გერმანიის ელჩის განცხადებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყოვლად მიუღებელია „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ნებისმიერი გულშემატკივრობა.

„რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ნებისმიერი გულშემატკივრობა ამ მოვლენის მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.

გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. დიპლომატმა დაწერა, რომ დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა. მანამდე იყო კახა კალაძის განცხადება, რომელმაც გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა