თეგებით ძიება

მივდივართ პარლამენტთან, იქ ვიქნებით, ღამეს გავათენებთ, რათა დილას დააპირებენ, რომ შევიდნენ პოლიციის, სპეცრაზმის კორდონებით - ხატია დეკანოიძე

არავის ეშინია შსს-ს განცხადების, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას, რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, საიდანაც მოქალაქეები პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ.

"არავის ეშინია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, აქედან მსვლელობით მივდივართ პარლამენტთან, იქ ვიქნებით, ღამეს გავათენებთ, რათა დილას დააპირებენ, რომ შევიდნენ პოლიციის, სპეცრაზმის კორდონებით. ჩვენ ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ. ეს არის თვითმარქვია ხელისუფლება, პარლამენტი, არალეგიტიმაცია არის ის, რაც ჰკიდია მათ თავზე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას არ "გაატარებენ". შსს-მ მიხედოს სექსუალურ დისკრიმინაციაში და შევიწროებაში ბრალდებულ პოლიციელებს",-აღნიშნა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. როგორც უწყება განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად. ამასთან, განცხადებაში შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა