თეგებით ძიება

ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე: გაფრთხილებაა ამაში ჩართულებისთვის, თუ წითელ ზღვარს გადაკვეთენ, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, განცხადება, რომ საპარლამენო არჩევნების წინ „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები“ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, გაფრთხილებაა, რომ საქმეში ჩართულმა პირებმა წითელი ზღვარი არ გადაკვეთონ.

„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს. ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად იმ ადამიანების გაკეთდა, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს. სუს-დან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ, მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – თქვა ლილუაშვილმა.

სუს-ის მტკიცებით, „აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა