თეგებით ძიება
22. 10. 2024 სპორტი

ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს

ქართველმა კუდოისტებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს, – ინფორმაციას ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შეჯიბრება სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართა. საქართველოდან ტატამზე 14 სპორტსმენი გავიდა. მათგან 12-მა მონაწილემ მედლის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, ნაკრების რიგებში ორი გოგონა ასპარეზობდა და ორივემ მედალი აიღო.

მთლიანობაში, ქართველი კუდოისტების ანგარიშზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული გიორგი ჟვანია, ლუკა აჩბა და საბა მარკელია გახდნენ.

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ – ვასილ დვალაძე, თორნიკე კურტანიძე, მარიამ ნანავა, ანჟელა მომცელიძე, დიტო ბერაია და გიორგი ძვაბავა, ხოლო ბრინჯაოს დევან დარასელია, გიორგი ხარატიშვილი და ანდრია ზუხბაია დასჯერდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა