მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი, საქართველოში კი უსამართლო იყო - მარკო მიკჰელსონი
მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი, საქართველოში კი გაყალბებული და უსამართლო იყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი წერს.
"რა განსხვავებაა მოლდოვისა და საქართველოს არჩევნებს შორის? მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი, საქართველოში კი გაყალბებული და უსამართლო იყო", - წერს მიჰკელსონი.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პროევროპელ კანდიდატს მაია სანდუს 55.25% ( 923610 ხმა) აქვს, მის კონკურენტს ალექსანდრ სტოიანოგლუს კი 44.75% (748 161).