თეგებით ძიება

მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი გააოცა, გვესმის თქვენი ბრაზი, სასოწარკვეთა, მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, ევროკავშირი თქვენთან დგას - პაველ ჰერჩინსკი

მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი გააოცა, ეს იყო შოკისმომგვრელი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ესმის ხალხის ბრაზი და სასოწარკვეთა. მისივე თქმით, ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან.

"პირველ რიგში, მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს – ევროკავშირი თქვენთან დგას. ჩვენ სრულად გვესმის თქვენი ბრაზი, სასოწარკვეთა. გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის იყო ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილი. ეს ასევე იყო ყველა ქართული მთავრობის, მათ შორის, ბოლო ქართული მთავრობის გამოხატული სურვილი. მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი გააოცა, რომ ეს იყო შოკისმომგვრელი. მესმის, რომ დემონსტრაციები არ იყო ორგანიზებული. ისინი არ იყო დაგეგმილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს იყო ქართველი ხალხის სპონტანური რეაქცია, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის მრავალ ქალაქში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა