თეგებით ძიება

მივმართავ ადამიანებს, ვინც სანქციების სიაშია, გონს მოეგეთ, ვადა აპრილამდეა - გიორგი ვაშაძე

"ჩალის ფასი აქვსო“, იმიტომ ამბობენ, რომ ცდილობენ, ძალის იმიჯი შეინარჩუნონ მყიფე სიტუაციაში, რათა ჩავთვალოთ, რომ სანქციები მათზე არ მოქმედებს. რანაირად არ მოქმედებს? - ვადა აპრილამდეა: უნდა დაინიშნოს არჩევნები, - ამის შესახებ „ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტი 13 თებერვალს უყრის კენჭს.

ვაშაძის თქმით, სიახლეა ის, რომ თუ აქამდე სანქციებს ევროკავშირი კონსენსუსის საფუძველზე იღებდა, „ახლა, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ამ გზას ყველა ეროვნულ დონეზე უნდა დაადგეს“.

„ამ რეზოლუციაში არის ფუნდამენტურად ერთი დიდი სიახლე სანქციებთან მიმართებით. ის მიმართავს ეროვნულ მთავრობებს სანქციებთან დაკავშირებით. აქამდე, ევროკავშირის სტანდარტი იყო ის, რომ ეს იყო ევროკავშირის საერთო მექანიზმი, რომელსაც კონსენსუსის საფუძველზე იღებდა მთელი ევროკავშირი. საქართველოსთან დაკავშირებით პირველი გამონაკლისი დაუშვეს და ახლა, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ყველა ამ გზას უნდა დაადგეს. უნგრეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება იმ ნაბიჯებზე, რომელიც სწორი და ადეკვატურია. ეს არის სერიოზული სიახლე ამ რეზოლუციაში, რომელიც სერიოზულად დააფიქრებს „ქართულ ოცნებაში“, ამ თვითმარქვია პოლიტიკურ დაჯგუფებაში მყოფ ადამიანებს. მინდა, მივმართო ადამიანებს, ვინც სიაშია ან მის გარეთ - ხალხო, გონს მოეგეთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თქვენ ეს გაგივათ და ამ ვითარებას შეინარჩუნებთ. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რაც უფრო დააგვიანებთ გადაწყვეტილებას ახალ არჩევნებთან და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, მით უფრო დამძიმდება თქვენი ყოველდღიურობა. ახლა ვადა აპრილამდეა, აპრილამდე უნდა დაინიშნოს არჩევნები. აპრილის შემდეგ, რაც ამ რეზოლუციაში წერია, ყველაფერი მოქმედებაში მოყვანას დაიწყებს. ევროსაბჭომ კანონის ტოლფასი, საქართველოსთვის სავალდებულო დოკუმენტის ტოლფასი გადაწყვეტილება მიიღო რეზოლუციის სახით. აპრილამდე მცირე ვადაა - პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ღმერთმა ნუ ქნას და მზია ამაღლობელს რამე დაემართოს, საერთოდ შეუქცევადი პროცესი დაიწყება. ამ ხალხს, რომელიც კოლბაში გამოიკეტა და უნდა, გარე სამყაროს აღარ შეხედონ, თვალი გაახილეთ. არ მინდა ბევრი სანქცირებული მოქალაქე, არ არის ეს ჩემი ამოცანა“,- განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა