თეგებით ძიება

შეშფოთებული ვართ, რომ ანაკლიის პორტი ჩინურ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს ჩაბარდება - ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო ანაკლიის პორტის პროექტი ჩინურ კონსორციუმს გადასცეს, რომლის შვილობილი კომპანიები აშშ-ს სანქცირებული ჰყავს.

“შეშფოთებული ვართ ცნობებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩააბაროს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს. ამ გარიგებაში ჩართულ დეველოპერების, მათ შორის China Communications Construction Company-ის შემთხვევაში არსებობს გამოცდილება თუ როგორ გამოიყენონ ინფრასტრუქტურის პროექტები დესტაბილიზაციისთვის და ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდისთვის. ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაზე რუსეთთან თანამშრომლობით რეგიონს ნაკლებად დაცულს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას. ამ გარიგების წინ წაწევით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და შესაძლებლობას, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაწყვეტილებები სამართლიანად და გამჭვირვალედ მიიღოს”, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

განცხადების ხელს აწერენ: თავმჯდომარე სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი, კონგრესმენი სტივ კოენი, კონგრესმენი მარკ ვიზი და სენატორი ჯონ ქორნინი

2024 წლის მაისში მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ. პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი შარშან მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო. პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა