დავიწყებული ქართული მეთოდი გაზაფხულის ყინვების წინააღმდეგ - როგორ იცავდნენ წინაპრები ვენახებს და ბაღებს კვამლით?
გაზაფხული მხოლოდ ყვავილობის და ბუნების გაღვიძების დრო არ არის — ის აგრეთვე სიფხიზლის და სწორი მოქმედების სეზონია. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ვხედავთ, როგორ ცდილობენ მევენახეები და მებაღეები გადარჩენას ღამის ყინვებისგან კოცონების მეშვეობით, თუმცა, ხშირად დავიწყებულია ჭეშმარიტად ქართული მიდგომა — კვამლით დაცვა, რომელიც საუკუნეების წინ იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა.
ამ ტრადიცისს შესახებ სოციალურ ქსელში ინგა ბაშიროვი პოსტს აქვეყნებს.
"ბოლო დღეებში ხშირად მხვდება სურათები და პოსტები ხეხილის ბაღებიდან და ვენახებიდან, სადაც ცდილობენ დაიცვან ისინი წაყინვისგან (ტემპერატურის ვარდნისგან) კოცონების დანთების მეშვეობით. არ ვიცი, ვინ შემოიტანა მოდა მსგავს მოქმედებაზე, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ხეხილის გადარჩენის ტექნოლოგია საქართველოსთვის ტრადიციულია, ოღონდ აკეთებდნენ ამას დაკვამლვით და არა კოცონებით. არსიც ეს არის: გააჩერო ბაღი ან ვენახი ძლიერ და ძალიან სპეციფიურ კვამლში. თუმცა, საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული შუალედური სეზონების ცვალებადი ამინდებით და ჩვენი წინაპრები პრევენციისთვის უხმობდნენ სწორ დაგეგმარებას : ხეხილის ბაღები და ვენახები ამ მიწაზე ყოველთვის იყო განლაგებული მთის ძირებში, გორაკებზე და მთებზე. ხოლო მარცვლეული და ერთწლოვანი კულტურები ველებზე. დიახ, გაზაფხულის ნასესხები ამინდი ზიანს აყენებს ბარის მცენარეებს და არ არის საშიში მთისთვის. ამას მარტივად ხსნინს ფიზიკა , ხოლო მსგავს მიგნებებებსამას ახლა უწოდებენ ტერუარებს. ჩვენ კი ეს ვიცოდით, სანამ ვიყავით მიწათმოქმედი ხალხი. მერე მოვიდა ჩვენი ჩრდილოელი ერთმორწმუნე ძმა და აღშფოთდა: რაში მეყოფა შენი მცირე რაოდენობის ხარისხიანი ღვინო? ასე ჩამოვიდა ვენახი და ხეხილი გასისინებულ-გასწორეულ ველებზე. ბოლოში დავწერ რა მოცემულობა ითვლება სინამდვილეში საფრთხედ და როგორ შეიძლება მისი პრევენცია. ახლა კი კვამლის ფარდის ტექნოლოგიაზე, რომელიც, ვიმეორებ, ცმობილი იყო საქართველოში ჯერ კიდევ საუკუნეების წინ.
კვამლის გროვა რელიეფიდან გამომდინარე მზადდება ყოველ 20-25 მ 2. მისი სიგრძე (სიგანე) - 1,25-დან 1,5 მ-მდე. სიმაღლე - 0,5-დან 0,75 მ-მდე. შუაში მოთავსებულია მშრალი, სწრაფად აალებადი მასალები: მშრალი ნამჯა, ქაღალდი, მუყაო, მშრალი ნახერხი. მათ ზემოდან და გვერდებზე აუცილებლად ათავსებენ ხანძარსაწინააღმდეგო ნედლეულს: ნაკელს, ტორფს, სქელ ტოტებს. ზემოდან მიწის ფენით ფარავენ, რომელსაც კვამლის გასასვლელად ტოვებენ სპეციალურ ხვრელებს, მათ ლუქავენ ჩალით. ცეცხლს ენთებენ ქარის მხრიდან გროვა უნდა იკვამლებოდეს დილის დათბობამდე, რაც დაახლოებით დილის 5-6 საათია. აი ესაა ტექნოლოგია. კოცონის სითბოს ენერგია სულ სხვაგვარად მუშაობს, თუ გავიხსენებთ ფიზიკას. 18 საუკუნის ჰოლანდიელი მოგზაური აღწერს თუ როგორ ჰქონდათ მომზადებული ქართველებს კვამლის გროვები წინასწარ.
ყოველი ლანდშაგტისთვის თუ რელიეფისთვის წაყინვით გამოწვეულ საფრთხეს თავისი სიმაღლე აქვს მიწის დონიდან. მეტ წილად ეს განპირობებულია ასევე ნიადაგის სტრუქტურით და მასში ორგანიკის შემცველობით. რაც უფრო მდიდარია ნიადაგი ორგანიკით , მით ნაკლებია წაყინვით გამოწვეული ზიანი ხეხილისთვის. აი ამიტომ გლობალური კლიმატური ცვლილებების დროს, ჩვენ მდგრადებს პირზე გვაკერია მწვანე საფარი. დიახ, გაზაფხულზე "სარეველა" ვენახში და ბაღში ნაკლები ზიანის მომტანია, ვიდრე გაშიშვლებული ნიადაგი.
სხვათაშორის, ეს ბოლო ძალიან სერიოზული პრობლემისგან იცავს მრავალწლოვან მცენარეებს : როცა სიცივის შემდეგ უცებ გამოდის ცხელი გაზაფხულის მხე, ხოლო ხეს ჯერ არ აქვს იმდენი ფოთოლი რომ დაიცვას ტოტები მზის სხივებისგან, ჩნდება თერმული დაზიანებები -სხვა სიტყვებით დამწვრობები, რა ჩემდგომ დაავადებების გამომწვევია. ამიტომ აგრონომიაში და ეკოლოგიაში არის მცნება : ფოთლის ფართობის კოეფიცენტი, რომელიც განსაზღვრავს ზუსტად რომ დამწვრობისგან, ეროზიისგან, რადიაციული გვალვისგან და ბევრი სხვა უბედურობისგან დაცვას. როგორც წესი გაზაფხულზე ფოთლის ფართობის კოეფიცენტი დაბალია, ამიტომ მწვანე საფარი უზრუნველყოფს ნაწილობრივად დაცვას. აგრონომებმა ეს იციან, ან ...უნდა იცოდნენ.
ახლა კი წაყინვაზე. სხვათაშორის, მისი დადგომის წინასწარი პროგნოზირება ჩვენთან ხდებოდა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში. არა მარტო ჩვენთან, მაგრამ ჩვენთანაც. მარტივად , ორი თერმომეტრის მეშვეობით, რომლიდანაც ერთი იყო გახვეული სველ ბამბაში. ხდება მშრალი და დასველებული თერმომეტრის მაჩვენებლის შედარება ყოველ დღე , ერთ და იგივე დროს., გარკვეული სქემით. თუ სხვაობა ორი მაჩვენებლის შორის მკვეთრია, მაშინ ველოდებით ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას. თერმომეტრის ჩვენების მონიტორინგი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დროულად დაიცვათ თქვენი ბაღი და ბოსტნეული ნაკვეთი ყინვისგან; თქვენ უნდა გაზომოთ ჰაერის ტემპერატურა ადგილზე ყოველდღე გარკვეულ საათებში. თერმომეტრი დამონტაჟებულია მიწიდან 2 მეტრის სიმაღლეზე ხის ბოძების გამოყენებით. ტემპერატურის სვეტი უნდა იყოს დამონტაჟებული შენობებისგან დაშორებით, ხოლო თავზე დაცული წვიმისა და ქარისგან. სასარგებლოა სვეტის თეთრად შეღებვა მზის სხივების არეკლვისთვის .ამაზე მიწერია ბევრი , ამიტომ აღარ დავიღლები და არც თქვენ დაგღლით.. აი სულ სულ მანამდე კი აკვირდებოდნენ ამინდს : წვიმამ და მასთან ერთად ტემპერატურის ვარდნამ არ შეგაშინოთ. მაგრამ თუ მის შემდეგ დგება მშვიდი, უქარო ამინდი მოწმენდილი ცით - ტემპერატურა შეიძლება მნიშვნელოვნად დაეცეს ღამით. ღრუბლები გვფარავენ", - წერს ინგა.