იაპონელმა ინჟინერმა შექმნა ფეხებიანი ლამპა-რობოტი, რომელიც ღამით საპირფარეშოში წამოგყვებათ (ვიდეო)
იაპონელმა ინჟინერმა დააპროექტა ღამის ლამპა, რომელიც ოჯახის ნებისმიერ წვერს ღამით საპირფარეშოში წაჰყვება და გზას გაუნათებს.
რობოტი, რომელსაც ობობის მსგავსი ფეხები და რბილი განათება აქვს, მოძრაობას სენსორებით აღიქვამს და საჭიროების შემთხვევაში თავად აქტიურდება.
უნიკალური ობობის ფორმის რობოტის ღამის განათება შექმნა იაპონელმა IT ინჟინერმა, რომელიც X-ზე lanius-ად არის ცნობილი.
რობოტს თითოეულ ფეხზე ჩაშენებული აქვს პატარა ძრავები ჩაშენებული, რაც მის მოძრაობას აკონტროლებს. ხოლო დანარჩენი ნაწილები 3D დაბეჭდილია.
დისტანციურ კონტროლით შესაძლებელია მისი მოძრაობის სიჩქარის და მიმართულების ცვლილება.
აღსანიშნავია, რომ ფეხებს ზემოდან სხვადასხვა ფორმის გაჯეტები ემაგრება და სანათის გარდა, მისი გამოყენება სხვა დანიშნულებებითაც არის შესაძლებელი.