თეგებით ძიება

22 დაღუპული და ათობით დაშავებული - რა დეტალებია ცნობილი დამასკოში მართლმადიდებლურ ტაძარში აფეთქების შესახებ

სი­რი­ა­ში, ბერ­ძნულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში, თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა თავი აი­ფეთ­ქა. თავ­დას­ხმა და­მას­კოს გა­რე­უ­ბან­ში, დვე­ი­ლა­ში, მარ ელი­ას ეკ­ლე­სი­ა­ში მოხ­და.

სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სულ მცი­რე 22 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 63 კი და­იჭ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის ბავ­შვე­ბიც არი­ან.

მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჯერ არ­ცერთ დაჯ­გუ­ფე­ბას არ აუ­ღია. სი­რი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ნუ­რე­დინ ალ-ბა­ბამ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბა ექ­სტრე­მის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ზე“ მი­უ­თი­თებს. სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ერთ-ერთი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ეკ­ლე­სი­ა­ში შე­ვი­და, იქ მყოფ ადა­მი­ა­ნებს ეს­რო­ლა და შემ­დეგ თავი აი­ფეთ­ქა.

"მორ­წმუ­ნე­თა შეკ­რე­ბის ად­გი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა წი­თე­ლი ხა­ზია“, - თქვა მან და დას­ძი­ნა, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ და ასა­დის გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის დარ­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბი სი­რი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ცდი­ლო­ბენ.

სი­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ნის­ტრმა ჰამ­ზა მოს­ტა­ფამ შემ­თხვე­ვა დაგ­მო და მას ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა უწო­და.

წყა­რო

თეგები

მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა