თეგებით ძიება

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გახსოვდეთ, რომ დაწყებული საქმეები უნდა დაასრულოთ. ნუ გაასესხებთ ფულს, ნუ ეცდებით მოაგვაროთ სხვათა საბინაო საკითხები. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად.

კურო
ნუ გაჯიუტდებით და ნუ იქნებთ ზედმეტად თავდაჯერებული. ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. საღამოს გამონახეთ დრო და ფეხით ისეირნეთ.

ტყუპი
თავი შეახსენეთ მეგობრებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებს. კარგია სოციალურ ქსელებში აქტიურობა. მარტივად გართმევთ თავს გიდობას, მაგრამ რომანს უცხოელთან ნუ გაბამთ.

კირჩხიბი
ცვლილებების დროა. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, ურთიერთობა მეგობრებთან. თუ არ გსურთ, ფარული მტრები გაიჩინოთ, კონფლიქტში არ ჩაერიოთ.

ლომი
ნუ მიატოვებთ დაწყებულ პროექტებს. ნუ იკმათებთ საქმიან პარტნიორებთან და მეგობრებთან. იყავით დელკატური გარშემო მყოფებისდამი.

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, შეიძლება ზოგიერთთან დამეგობრდეთ კიდეც. ზოგიერთი კი სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს, ზოგი - მობილურის ნომრის. ელექტრონივთებთან შეხებისას სიფრთხილე გმართეთ.

სასწორი
განწყობას გაგიუმჯობესებთ ქალაგარეთ გასეირნბა, ბავშვებთან კონტაქტი და სასიამოვნო ადამიანთან საუბარი. მეტი დრო დაუთმეთ მუსიკას, ესთეტიკას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. დიპლომატიურად მოაგვარეთ წარსული უსიამოვნება. იყავით მეტად ღიმილიანი, მეგობრული და ცნობისმოყვარე.

მშვილდოსანი
მეტი დრო გაატარეთ თანამოაზრეებთან ერთად. მეტი დრო დაუთმეთ სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას. საღამოს არ გამოაკლდეთ მხიარულ წვეულებას.

თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საქმეების მოგვარებას, დაწყებულ პროექტებს. კარგი დღე ელით ფსიქოლოგ, სოციოლოგ და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელ ნიშნებს.

მერწყული
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით, ოჯახის წევრებთან. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

თევზები
ცვლილებებს მშვიდად შეხვდით. იზრუნეთ ბინაში ჰარმონიის, სილამაზის შექმნაზე. მეგობრებს ვირტუალურად მაინც დაეკონტაქტეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა