თეთრი თევზის რულეტი ლორის ფირფიტაში
თეთრი ლორი მთავარი ფერია კულინარიულ პალიტრაში: ის შეგვიძლია შევუხამოთ ბევრ პროდუქტს და ვიფანტაზიოროთ მიგან მომზადებული კერძების მზადებისას. მაგალითად, ლორში გახვეული ფილე - გამოდის საოცრად ნაზი და არომატული.
თუკი გსურთ, გაანებივროთ საკუთარი თავი და ახლობლები რაიმე განსხვავებულით, აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი.
ინგრედიენტები
თეთრი თევზის ფილე - 700 გ
ლორი - 300 გ
თეთრი მშრალი ღვინო - 100 მლ
ხახვი - 1 თავი
ბრინჯი - 1,5 ჭიქა
მარილი და პილპილი
რეჰანი ან ბაზილიკი - 20 გ
ოხრახუში - 20 გ
ლიმონი - 0,5 ცალი
ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესები
გახეხეთ ხახვი და მიღებული ფაფა წაუსვით თევზის ფილეს. დაასხით თეთრი ღვინო, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ბაზილიკი და ოხრახუში დაჭერით წმინდად. ლორის ფირფიტები გაყავით 2 ნაწილად, ფირფიტებზე გაანაწილეთ დაჭრილი მწვანილი და დაადეთ თევზის ფილე, მოასხით ლიმონის წვენი და გადაახვიეთ თევზი ლორის ფირფიტაში. გააჩერეთ, რათა დამარინადდეს 2-3 საათი.
გამოსაცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტი და მოაყარეთ უმი ბრინჯი. ზემოდან დაალაგეთ თევზი, მოასხით ზეთი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
ბრინჯი ამ შემთხვევაში თევზისთვის მხოლოდ ბალიშია, რათა მან არ მიიწვას. ხოლო სუფრასთან უმჯობესია მიიტანოთ კარტოფილის პირესთან ან ბოსტნეულის სალათთან ერთად.
მოასხით არომატულ თევზს ტარტარი ან სხვა ნებისმიერი არაჟნის სოუსი - სტუმრებისა და ოჯახის წევრების აპლოდისმენტები გარანტირებული გაქვთ!