“ოცნებას“ მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ - გიორგი გახარია
ექსპრემიერი VS ივანიშვილის გუნდი - გიორგი გახარია “ქართული ოცნების“ მხილების ახალ რაუნდს აანონსებს.
განცხადება მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, მმართველი პარტიის ბრალდებების საპასუხოდ, “ტვ პირველის“ გადაცემა დღის ამბებში გააკეთა.
“ოცნებას“ მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნილს, ქვეყნის საზღვრების საოკუპაციო გამყოფი ხაზის დელიმიტაციის დაწყებას, მაგაზე რა პასუხს გამცემენ, სულ თავში უნდა ვურტყა და ვინ არის მოღალატე ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესების“, - განაცხადა გახარიამ.