თეგებით ძიება
21. 11. 2024 მსოფლიო

აშშ-მა რუსული “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მა ბოლო არასანქცირებული რუსული ბანკის, “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციები ფაქტობრივად, გლობალური ფინანსური სისტემიდან გამორიცხავს რუსულ “გაზპრომბანკს” და მის ექვს შვილობილ კომპანიას, რომლებიც ლუქსემბრუგში, ჰონგ-კონგში, კვიპროსში, შვეიცარიასა და სამხრეთ აფრიკაში მდებარეობენ.

აშშ-ის თანახმად, რუსეთი “გაზპრომბანკს” უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენ არხად იყენებდა. ასევე, მოსკოვი ამ ბანკის მეშვეობით უხდიდა თავის ჯარისკაცებს (მათ შორის საბრძოლო ბონუსებს) და კომპენსაციებს ურიცხავდა საბრძოლო ქმედებებში გარდაცვლილთა ოჯახებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ავსტრალიამ, კანადამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა აქამდე დაასანქცირეს “გაზპრომბანკი”

ცნობისთვის, აქამდე აშშ თავს იკავებდა “გაზპრობანკის” წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან, ძირითადად იმის გამო, რომ ევროპულ ქვეყნებს შესაძლებლობა ჰქონოდათ გაეგრძელებინათ რუსული გაზისთვის გადახდების განხორციელება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა