თეგებით ძიება

ფრანგული დესერტი - მსხალი შოკოლადში ნაყინით

დესერტი მზადდება სწრაფად, მხოლოდ ყველაზე, ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის!
ხოლო სუფრასთან მიდის დიდი გრძნობით!

ინგრედიენტები
წყალი - 125 მლ
შაქარი - 1 ს/კ
დარიჩინი - 1 ჩხირი
1 ლიმონის ცედრა და წვენი
მსხალი - 2 ცალი მოზრდილი
შავი შოკოლადი - 100 გ
ნაღები 35 %-38% - 200 მლ
კონიაკი - 1 ს/კ
ვანილის ნაყინი

მომზადების წესები
აადუღეთ 125 მლ წყალი შაქრით, რადითინით, ლიმონის წვენით და ცედრით.
მსხალი გაფცქვენით, გაჭერით შუაზე და ამოაჭერით გულები.
მსხლის ნაჭრები მოათავსეთ სიროფში, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 8-10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 2 საათი სიროფში.
შოკოლადი დაამტვრიეთ და გაადნეთ ნაღებთან ერთად წყლის აბაზანაზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოდგით წყლის აბაზანიდან და წვეთ-წვეთობით დაუმატეტ კონიაკი.. თან ურიეთ.
4 ცალ ფიალაში გაანაწილეთ მსხლის ნაჭრები. დაუდეთ ნაყინის მოზრდილი ბურთულა. მოასხით შოკოლადის თბილი სოუსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა