თეგებით ძიება

როგორ მოვხარშოთ ყავა თურქულად

ინგრედიენტები
ახალდაფქული ყავა - 4 ჩ/კ (32გ)
შაქარი - 40 გ
წყალი - 1 ფინჯანი


მომზადების წესები
ძალიან წმინდად დაფქვით ყავა - ფქვილისებურ კონსისტენციამდე.
ჯეზევში ჩაყარეთ შაქარი (რა თქმა უნდა, თუ შაქრიან ყავას სვამთ, ამ შემთხვავში), დაფქული ყავა და დაასხით ცივი წყალი.
თუ გაზქურაზე ამზადებთ, დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ყავა ადუღებამდე. არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ. როგორც კი პატარა ბუშტუკებს გაიკეთებს, გადმოდგით ჯეზვე ცეცხლიდან და ცოტა ხანს გააჩერეთ.
კვლავ დადგით ცეცხლზე ჯეზვე და გაიმეორეთ პროცედურა მეორედ, მესამედაც (თუ დრო გაქვთ და სურვილი, გაიმეორეთ კიდევ მეტჯერ).
ბევრს დაყანებული ყავის არომატუ უყვარს. როცა ის ჯეზვეში ცოტა ხანს გაჩერებულია ფინჯანში დასხმამდე.
თუ ამზადებთ აპარატზე „ყავა ქვიშაზე“, ჩადგით ჯეზვე ღრმად ქვიშაში, ჩართეთ ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე. როცა ქვიაში 95 გრადუსს მიაღწევს, ამოწიეთ ჯეზვე ქვიშის ზედაპიზე და გააჩერეთ რამდენიმე წუთი,სანამ ყავა ადუღებას არ დაიწყებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა