ქათმის სუფი ნამდვილი კაპიტნებისთვის
აიძულო ბავშვი მიირთვას წვნიანი - მთელი ისტორიაა. მაგრამ თუკი ეს ჩვეულებრივი კი არა, არამედ კაპიტნების წვნიანია - სულ სხვა საქმეა. მომავალმა კაპიტანმა ხომ კარგად და სწორად უნდა იკვებოს, იმისათვის რომ ძლიერი, ამტანი და ჯამრთელი იყოს.
იხილეთ ყველაზე გემრიელი ქათმის ბულიონის რეცეპტი.
ინგრედიენტები
ქათმის ბულიონი - 250 მლ
ქათმის მკერდი - 30 გ
ვერმიშელი - 8 გ
ოხრახუში - 1 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ადუღებულ ქათმის ბულიონში ჩაყარეთ ვერმიშელი და მოხარშეთ.
ქათმის მკერდი მოხარშეთ ცალკე. შემდეგ კი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
ღრმა თეფშში ჩაასხით ქათმის წვნიანი, ჩაყარეთ მოხარშული და დაჭრილი ქათმის მკერდი და მოაყარეთ ქორფა ოხრახუში. მარილი და პილპილი გემოვნებით.