კლასიკური სერბული აივარი
აივარი - ბოსტნეულის სქელი პოპულარული სერბული სოუსია, რომლის ძირითადი და პრაქტიკულად ერთადერთი ინგრედიენტი ბულგარული წიწაკაა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ხარისხიანი და კარგი ნაყოფი. აივარისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ტკბილი წიწაკა სქელი რბილობით და აუცილებლად წითელი.
ინგრედიენტები გათვლილია 250 გ სოუსისთვის.
ინგრედიენტები
ტკბილი წიწაკა, წითელი - 1,5 კგ (7-8 ცალი)
ზეთი - 20-30 მლ
მარილი - გემოვნებით
ნიორი - 2-3 თავი
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180-200 გრადუსზე.
გარეცხეთ წიწაკა, გაწურეთ და მოათავსეთ ფოლგადაფენილ ღუმელის ფირფიტაზე.
შედგით ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. წიწაკა უნდა შეიწვას იქამდე, სანამ კანი არ გაუშავდება.
შემდეგ გამოიღეთ და მოათავსეთ პაკეტში, მჭიდროდ მოუკარით თავი და გააჩერეთ 10-15 წუთი.
შემდეგ ამოიღეთ პაკეტიდან წიწაკები, მოაცალეთ ფრთხილად კანი, თესლი და ყუნწი. რბილობი მოათავსეთ საწურზე და გააჩერეთ ცოტა ხნით, რათა ზედმეტი წვენი დაიწუროს.
შეგიძლიათ გააჩეროთ მთელი ღამით, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მაცივარში მოთავსება.
შემდეგ გაატარეთ წიწაკის რბილობი ხორცსაკეპში, მსხვილ ბადეზე.
ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ გატარებული წიწაკა და დადგით ქვაბი დაბალ ცეცხზლე. თუშეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ მარილი გემოვნებით და გააჩერეთ კიდევ 1 საათი.
მნიშვნელოვანია! მასას ხარშვისას, სულ უნდა ურიოთ, რათა არ მიიწვას.
ბოლოს დადგით კვლავ ქვაბი ცეცხლზე, დაუმატეთ კიდევ ცოტა ზეთი გემოვნებით და პრესში გატარებული ნიორი. კარგად აურიეთ.
აივარი უნდა გამოგივიდეთ სქელი, წიწაკა - კარგად უნდა ჩაითთქოს.
აივარის ეს ვარიანტი დიდ ხანს არ ინახება (რამდენიმე დღე მაცივარში). შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცხლად, ასევე ცივად.