ყველაზე გემრიელი კარტოფილის პიურე
ინგრედიენტები
კარტოფილი - 1 კგ
რძე - 300 მლ
კარაქი - 250 გ
დაჭრილი მწვანე ხახვი - 2 ს/კ
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
კარტოფილი კარგად გარეცხეთ ჯაგრისით და მოხარშეთ კანიანად 20-30 წუთის განმავლობაში.
გადაუღვარეთ წყალი და გააგრილეთ კარტოფილი, შემდეგ გაფცქვენით.
კარტოფილი ჩაჭყლიტეთ სპეციალური საჭყლეტით, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ფრთხილად იყავით, არ მიგეწვათ პიურე.
კარაქი დაუმატეთ ნაწილ-ნაწილ, თან ურიეთ.
რძე აადუღეთ ცალკე ქვაბში და დაუმატეთ წვრილი ნაკადით ცხელ პიურეს, თან ურიეთ იქამდე, სანამ ჰაეროვან, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, დაუმატეთ მარილი გემოვნებით და დაჭრილი მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით!