ფარშირებული ბულგარული წიწაკა იტალიურად
ინგრედიენტები
ბულგარული წიწაკა - 5 ცალი
თეთრი პური, ბატონი - 0,5 ცალი
ნიორი - 4 კბილი
ზეთისხილი, უკურკო - 1 ქილა
ჩერი პომიდორი - 10 ცალი
ყველი (მაგარი სახეობის) - 100 გ
მწვანილი - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ
მარილი და პილპილი
გარჩეული მზესუმზირა - მოხალული, გემოვნებით
მომზადების წესები
ჯამში აურიეთ პატარა ნაჭრებად დამტვრეული (ან დაჭრილი პური), შუაზე გაჭრილი პომიდვრები ჩერი და ზეთისხილები, წმინდად დაჭრილი ნიორი და მწვანილი, დაუმატეთ მასას მარილი და პილპილი, ზეითუნის ზეთი და აურიეთ.
გააჩერეთ 20-30 წუთი, შემდეგ კი დაუმატეთ გახეხილი ყველი.
წიწაკები გაჭერით სიგანეზე, გაასუფთავეთ თესლისგან და მოაჭერით ყუნწები.
გაავსეთ წიწაკები მომზადებული გულსართით. მოასხით კიდევ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. წიწაკები ოდნავ უნდა გამოცხვეს, ხოლო გულსართი დაიბრაწოს.
გემრიელია ცივადაც და ცხლადაც.