თეგებით ძიება

მარწყვის მურაბა

ინგრედიენტები
მარწყვი - 1 კგ
შაქარი - 1 კგ
წყალი - 1 ჭიქა
მწიკვი ვანილი


მომზადების წესები
მარწყვი გავარჩიოთ, დავაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ, სანამ წვენი გაუვა, შემდეგ დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ.
5 წუთის დუღილის შემდეგ 8 საათის განმავლობაში გავაცივოთ. ეს პროცედურა ორჯერ გავიმეოროთ. მესამედ რომ ავადუღებთ, დავუმატოთ ვანილი და ჩავასხათ ქილებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა