ყველაზე ფაფუკი და გემრიელი ხაჭოს ფუნთუშები
ინგრედიენტები
ცომი:
თბილი რძე - 1 ლ
მშრალი საფუარი - 2-3 ჩ/კ
მარილი - 0,5 ჩ/კ
შაქარი - 4 ს/კ
კვერცხი - 1 ცალი
ზეთი - 1/3 ჭიქა
ფქვილი - 500-600 გ
ვანილი
გულსართი:
ხაჭო - 500 გ
კვერცხი - 2-3 ცალი
შაქარი
ვანილი
ქადის გული - ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესები
1 ჭიქა ფქვილი, საფუარი, მარილი და შაქარი ავურიოთ თბილ რძეში, დავუმატოთ კვერცხი, ვანილი და ფქვილის დამატებით
მოვზილოთ ნაზი ცომი. ვზილოთ ზეთიანი ხელებით. ცომი დავდგათ ასაფუებლად. ხაჭოს შევურიოთ ყველა ინგრედიენტი
ქადის გულის გარდა (იხილეთ ქადის გულის რეცეპტი) . გავაკეთოთ ცომის გუნდები, ფრთხილად ჩავდოთ ხაჭოს მასა, მოვაყაროთ ქადის გული და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ.
სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
გემრიელად მიირთვით!