თეგებით ძიება

ცომში გახვეული ქათმის ბარკლები

ინგრედიენტები
ქათმის ბარკალი - 6 ცალი
წყალი - 1 ლ
ბულიონის კუბიკი - 1 ცალი
რძე - 400 მლ
გამდნარი კარაქი - 50 გ
ყველი ჩედერი
არაჟანი - 100 გ
ფქვილი - 400 გ
კვერცხი - 4 ცალი
საფანელი
ოხრახუში
ზეთი შესაწვავად


მომზადების წესები
ჩაასხით ქვაბში წყალი, დადგით ცეცხლზე, აადუღეთ და ჩააგდეთ ბოსტნეულის ბულიონის კუბი. მოხარშეთ ბულიონში ქათმის ბარკლები. ამოიღეთ ბარკლები და ნახარშს დაუმატეთ რძე, გამდნარი კარაქი, 100 გ არაჟანი, 350 გ ფქვილი - ურიეთ, სანამ მასა ცომივით არ გასქელდება. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და 3 ცალი კვერცხის გული. აურიეთ კარგად. გააგრილეთ ცომი და ხის კოვზის მეშვეობით გადმოიღეთ სამუშაო ზედაპირზე. გააკეთეთ გუნდები.
შემდეგ გუნდები გაარბტყელეთ და გაახვიეთ ბარკლები. ამოავლეთ თითოეული ბარკალი ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცში, ბოლოს კი საფანელში.
შეწვით დიდი რაოდენობის ცხელ ზეთში.
სუფრასთან მიიტანეთ გამდნარ ყველ ჩედერთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა