სუპი-კაპუჩინო თეთრი ლობიოთი!
ინგრედიენტები
თეთრი ხმელი ლობიო - 250 გ
სტაფილო - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
ქათმის ბულიონი - 800 მლ
კარაქი - 100 გ
სოკო - 100 გ (ხის ან ქამა)
ნაღები - 150 მლ (ცხიმიანი)
ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი
მომზადების წესები
წინასწარ დაალბეთ ლობიო ცივ წყალში მთელი ღამით.
გაფცქვენით ხახვი და სტაფილო, გარეცხეთ და დაჭერით მსხვილად. სოკო გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაჭერით წვრილად.
გადაუღვარეთ დამბალ ლობიოს წყალი და დაასხით ახალი. იმდენი, რომ 5 სმ-ით მეტად ფარავდეს ლობიოს. დადგით ცეცხლზე.
დაუმატეთ ხახვი და სტაფილო, წამოადუღეთ და ხარშეთ ადუღებიდან 30-40 წუთი. სანამ ლობიო კარგად არ მოიხარშება.
შემდეგ გადაუღვარეთ ნახარში ლობიოს (დატოვეთ დაახლოებით 0,5 ჭიქა). ამოიღეთ ხახვი და სტაფილო. ლობიო დააბლენდერეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ნახარში.
ქვაბში წამოადუღეთ ქათმის ბულიონი, დაუმატეთ ლობიოს და აურიეთ. სოკო მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში.
ამოიღეთ კრემ-სუპი თეფშებზე და მოაყარეთ შემწვარი სოკო.
მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით!