8 ივნისი, მთვარის ოცდამეოთხე დღე
პარასკევი, მთვარე გადის ვერძის ზოდიაქოს
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა.
მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.
არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას.
სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი შემოქმედებითი ნიჭით იქნება დაჯილდოებული.
მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მიირთვით მსუყე საკვები და ნაკლები სითხე მიიღეთ.
თუ არ გსურთ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, თმის შეჭრისგან თავი შეიკავეთ.
ამ დღის ქვებია: მალაქიტი, ცისფერი ნეფრიტი, ობსიდიანი.
მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 2:01
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ვერძში
ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.
წყარო: astrologi.ambebi.ge