სექსუალური ჰოროსკოპი
ასტროლოგები თვლიან, რომ ჰოროსკოპების მიხედვით ადამიანთა სექსუალური თავსებადობა არ არის მისტიკა, არამედ ზუსტი მეცნიერებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა გავლენას ახდენს ვარსკვლავები და კოსმიური ძალები თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე, რათა წარმოდგენა გვქონდეს, რა სახის ურთიერთობას უნდა ველოდოთ ამა თუ იმ ადამიანისგან, რა პროირიტეტები აქვს მას, შევეფერებით თუ არა ტემპერამენტით და ა.შ.
სექსი – სქესთა ურთიერთობაა, რომელიც მხოლოდ სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით არ შემოიფარგლება. წყვილებში წინა პლანზე გამოდის სექსის განსხვავებული ტექნიკა, ეროტიული ფანტაზიები და პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭება განიხილება როგორც საკუთარი სიამოვნების შევსება. როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, მრავალფეროვანი სექსი სურთ. მრავალფეროვანი და განსხვავებული ბუნება აქვს ზოდიაქოს თორმეტ ნიშანსაც.
ვერძი ქალი
ველურად ვნებიანი, მგძნობიარე და გაბედულია. ამ ნიშნის ქალებს შეუძლიათ ყველგან ჰქონდეთ სექსი. იციან რა სურთ – ინტენსიური და ხშირი სექსუალური კავშირი. უჭირთ გრძნობების კონტროლი, რადგან სიყვარულზე არიან შეყვარებულნი. მოუსვენარი ბუნების არიან და ნებისმიერ აქტიურ
მამაკაცს აუბნევენ თავ-გზას. ცეცხლოვან ქალებზე ნადირობა სუსტი ხასიათის კაცებისთვის არ არის მიზანშეწონილი. ყველაზე დიდ მღელვარებას წვერიანი მამაკაცის შეხებისას განიცდიან. ვერძი ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება და უყვარს ფლირტი და სასიყვარულო თავგადასავლები.
ვერძი მამაკაცი
ვერძ მამაკაცთან ერთად ძილი ,,შენელებული მოქმედების ბომბთან,, ძილს ჰგავს, ვინაიდან არასდროს იცი, რა გელის. ყოველთვის მოულოდნელობებისთვის უნდა იყო მზად. ის აზარტულია და უყვარს უხეშობა. სექსის დროს ხშირად ზომიერებას ვერ იცავს, შეუძლია მოულოდნელად შემოგახიოს ტანზე სამოსი. მთავარია არ გააბრაზო და მზად იყო მისი სასიყვარულო თამაშის მიღებისთვის. ვერძ მამაკაცებს თავგადასავლები უყვართ და უყვართ ისეთ ადგილები, სადაც ჯერ არავინ ყოფილა. სექსის დროს უყვართ ისეთი პოზები, რომლებიც მათ დომინირების საშუალებას აძლევთ (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით). ეროგენული ზონებია თავი და სახე, უყვართ როდესაც შუბლზე ნაზად ეხებიან.
კურო ქალი
კურო ქალების სურვილია, რომ საყვარელი მამაკაცი იყოს კეთილი, მომთმენი და მათზე შეყვარებული. მათ უყვართ სექსი ისე, როგორც წიგნებშია აღწერილი და დიდ სიამოვნებას იღებენ მისგან, თუმცა პარტნიორსაც არანაკლებ სიამოვნებას ანიჭებენ. მათ მაღალი ტემპერამენტი აქვთ და რთულია მათი დაკმაყოფილება. კუროს თაყვანისმცემლებს საკმაოდ საინტერესო და ფანტაზიით აღსავსე პიროვნებასთან ექნება მისი სახით საქმე, რომელიც მუდამ მზად არის სასიამოვნო ურთიერთობებისა და ფლირტის გასაჩაღებლად. ეროგენული ზონებია ყელი და კისრის არე, უყვარს, როდესაც ყელზე ნაზად ეფერებიან.
კურო მამაკაცი
კუროს ნელი და მარტივი სექსი მოსწონს. ის იდეალური საყვარელი, მგძნობიარე და გამგებიანი პარტნიორია. ეგზოტიკურად ამოუცნობია. სექსის დროს ის თქვენი მეგზური ხდება და ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს. კურო ხანგრძლივ ალერსზე, ნებისმიერ სექსუალურ მოფერებაზეც კი არ იტყოდა უარს. მისი ყველაზე მგძნობიარე ეროგენული ზონა – კისრის უკანა მხარეა, სადაც ნელა და ნაზად უნდა აკოცოთ, შეგიძლიათ უკბინოთ კიდეც, ამის გამო არ გაგიბრაზდებათ, პირიქით, კიდევ მეტად მოუნდება თქვენთან სიახლოვე. საწოლში ის ყოველთვის მისცემს ქალს დომინირების უფლებას. სქესობრივი აქტების რაოდენობის მხრივ მას ბადალი არ ჰყავს.
ტყუპები ქალი
ხშირად აგრესიულია, არ სრცხვენია საკუთარი ქცევების და არასდროს იკავებს თავს, როდესაც სექსი სურს. არ უყვარს სტანდარტული სექსი, მას მხოლოდ საკუთარი სტანდარტები აქვს. ძირითადი მოთხოვნებია: მამაკაცმა კარგად იცოდეს თავისი საქმე სექსში. ამ ნიშნის ქალბატონები სულიერ და რომანტიკულ პარტნიორებს ეძებენ. მათთვის სექსუალური აქტის ჩატარების ადგილსაც არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ავტომანქანის უკანა სავარძელიც კი შეიძლება მათთვის მისაღები და კომფორტული აღმოჩნდეს. მთავარია, ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე მოხდეს. მათი ეროგენული ზონაა ხელები და უყვართ ხელებზე მოფერება.
ტყუპები მამაკაცი
უყვარს სექსი სინათლეში სარკეების წინ. მას შეუძლია ნებისმიერი პარტნიორი დააყენოს კარგ განწყობაზე, რაგდან იცის სწორად მოქცევა სასიყვარულო ურთიერთობებში. ორალური სექსი არ არის მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, თუმცა ზოგჯერ მოსწონს. სექსის დროს ის უფრო საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს, მაგრამ სხვა მამაკაცებთან განსხვავებით, ბევრად ადეკვატურად იქცევა და შეუძლია თავის პარტნიორს მოსთხოვოს თავისი სექსუალური ფანტაზიების სურვილების დაკმაყოფილება.
ეროგებული ზონებია მხრები, ტუჩები და ენა.
კირჩხიბი ქალი
არასდროს გადადგამს პირველ ნაბიჯს, თუმცა ბრწყინვალე საყვარელია. ახლო ურთიერთობებში მას გასაოცარი ვნებების დემოსნტრირება შეუძლია. როდესაც კირჩხიბი სასიყვარულო ურთიერთობებში მთელი გულითა და გრძნობებით ერთვება, მის მამაკაცზე ბედნიერი არავინაა. თუმცა, ამავდროულად, ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალის ნიღბის ქვეშ გულჩვილი და მგძნობიარე ბუნების ნატურა იმალება. უყვარს დაქვემდებარებულ როლში ყოფნა. კირჩხიბ ქალებს, იმდენად დიდი სექსუალურობა აქვთ, რომ ეს შემაწუხებელი ხდება მათთვის და ხშირად თვითდაკმაყოფილებას მისდევენ. ზოგიერთ შემთხვევაში კირჩხიბი სექსის მონა ხდება. ეროგენული ზონაა მკერდი.
კირჩხიბი მამაკაცი
კირჩხიბი მამაკაცები ორი კატეგორიის არიან – მგძნობიარე და აგრესიულები. მათი ყველაზე გასაოცარი ტექნიკაა – შეხება ხელების გარეშე. თუ გიყვართ სექსში თავგადასავლები, კირჩხიბი თქვენთვისაა! ყველაფერს გააკეთებს, რათა ქალი დააკმაყოფილოს! მთავარია – უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თქვენთან თავი. წყლის მოყვარულების საყურადღებოდ: იმდენად, რამდენადაც კირჩხიბის სტიქია წყალია, სიამოვნებით დათანხმდებიან სექსს მცხუნვარე სანაპიროზე, წყალში ან აუზში.
ლომი ქალი
დინამიური, მხიარული, ეპატაჟური და ამაყი ნატურაა. ყველაფერს იღებს მამაკაცისგან, რაც სურს. სექსის დროს მოზღვავებული ემოციების ფონზე ხშირად “ფაქტებს“, ფრჩხილებით ჩამონაკაწრებს, ტოვებს საყვარელი მამაკაცის ზურგზე. ლომი ქალის ფარული ოცნებაა – ყოველთვის უყვარდეთ და აღმერთებდნენ. უყვარს ორიგინალური მოფერება და მამაკაცებს ატკბობს თავისი ლამაზი სხეულით. ლომების საყვარელი სექსუალური სამოსია ამოჭრილი ლიფი და ტანგა.
ლომი მამაკაცი
სასიყვარულო აქტის დროს ადვილად წითლდება. მნიშვნელოვანი წესი, რომელიც უნდა გახსოვდეთ მასთან ურთიერთობისას – არასდროს მოაბეზროთ თავი! ლომებს დიდი სასიყვარულო მადა აქვთ და უყვართ სექსი. ლომი აფასებს იმ ქალს, რომელიც დაარწმუნებს მას, რომ ის ყველა მამაკაცთა შორის საუკეთესოა და სექსში მის ყველა მოთხოვნას ემორჩილება. ლომ მამაკაცთან ურთიერთობა ყოველთვის ხალისიანი და მხიარული იქნება, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ცხოველთა მეფესთან გაქვთ კავშირი, ნუ ეცდებით მის დამორჩილებას, პირიქით მიეცით საშუალება თავად მოგაწონოთ თავი. ლომებისთვის განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი – ზურგია. მხრებისა და ზურგის მასაჟი მათ სექსუალურ ენერგიას აღვიძებს.
ქალწული ქალი
ბუნებით მორცხვია. დიდ ყურადღებას აქცევს პარტნიორის საქციელს და საუბრის მანერას. ვერ იტანს უხეშობას და ვულგარულობას. არ იზიდავს სასიყვარულო თავგადასავლები. არასდროს ჩაიდენს ,,უზნეო,, საქციელს (ანუ, ნუ ელოდებით სექსში მისგან სიურპრიზებს ან თავდავიწყებას). ქალწული ქალი არ არის ცეცხლოვანი ნატურა, თუმცა ამ ნიშნის ქალებს აქვთ შარმი და მიმზიდველობა, რითაც მამაკაცებს ატყვევებენ. მათ უყვართ მყუდრო საძინებელში სექსი, ყოველგვარი ეგზოტიკის გარეშე. თუ თქვენ ქალწულების მგრძნობიარე ადგილს ეძებთ, გახსოვდეთ, რომ ეს მუცელია. ქალწული განსაკუთრებულად რეაგირებს აგრეთვე წელზე შეხებისას.
ქალწული მამაკაცი
ამ მამაკაცთა უმრავლესობა ქალთან ურთიერთობაში მორცხვი და გაუბედავია, თუმცა მათი სექსუალური შესაძლებლობები არც თუ ისე მცირეა. სასიყვარულო აქტის უმნიშვნელოვანეს მომენტში შეუძლია სიურპრიზითაც გაგაოცოთ – მას შეიძლება პერანგის ჯიბეში საპარსი, ან კბილის ჯაგრისი აღმოაჩნდეს. ქალწულს უყვარს გამოკითხვა, რა მოსწონს მის პარტნიორს, რასაც შემდგომში აუცილებლად გაითვალისწინებს. მისგან ნუ დაელოდებით სექსუალურ ფანტაზიებს, ქცევებში თავისუფლებას, თუმცა გულმოდგინედ და კარგად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს (რასაკვირველია ზომიერების დაცვით). მისი საიდუმლო ცხოვრებაა – პორნოგრაფიის ყურება.
სასწორი ქალი
დრამა – უმთავრესი სიტყვაა სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებისას. ვნებიანი და ეგზგიბიციონისტია. გრძნობს, როდესაც არის მზად მისი სხეული სიამოვნების მისაღებად. თვლის, რომ პლერუდია – ეს არის სიამოვნება და არა თავდასხმა ქალზე. როდესაც მიუახლოვდებით – დიდ წინააღმდეგობას არ გაგიწევთ და უფრო მოსალოდნელია, რომ დათანხმდეს სექსუალურ ურთიერთობას. მთავარია – არ გამოიჩინოთ უხეშობა! სხვა მხრივ, სასწორს არ ახასიათებს გრძნობების შებოჭვა ამ ნიშნის სენსიტიური ზონა წელი და საჯდომია. წელზე ოდნავი შეხება მათთვის შეიძლება ნიშანი აღმოჩნდეს სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად.
სასწორი მამაკაცი
ეძებს გამოცდილებას არამარტო წიგნებში, არამედ პრაქტიკულად იღებს მას გამოცდილი პარტნიორისგან. ახასიათებს უცნაურობები. დიდი მოთმინების უნარი აქვს, რაც მისი დაკმაყოფილებისთვის არის აუცილებელი. შესანიშნავად ფლობს მოფერების ტექნიკას და თუ მოინდომებთ, არანახულ სიამოვნებას მიიღებთ. უყვარს ლამაზად ჩაცმული გრძელთმიანი ქალები. ქალის დუნდულებზე შეხებისას განსაკუთრებით იღგზნება.
ღრიანკალი ქალი
ცნობისმოყვარე, მაძიებელი და ექსპერიმენტულია. იცის, რომ ეროტიზმი ფიზიკურ აქტზე მეტია. საზოგადოებრივ ადგილებში ბრწყინავს, როგორც ლედი, ხოლო საძინებელში – როგორც კარგად ჩაცმული მეძავი. ორგაზმის კონტროლი მისთვის მნიშვნელოვანია და ცდილობს არ დაინდოს მამაკაცი და ბოლომდე მიიღოს მისგან სიამოვნება. მამაკაცები ჭკუას კარგავენ ამ ნიშნის ქალებზე და აღფრთოვანებულები არიან მათი გამოცდილებით. საყვარელი რეკვიზიტებია: არომატული ტანის ზეთები, სხვადასხვა დანიშნულების გელები და ასევე, ვიბრატორი. მისი ეროგენული ზონა სასქესო ორგანო და კისერია.
ღრიანკალი მამაკაცი
მძაფრი ემოციების მოყვარული ავხორცი, სექსუალური ცხოველია. მოსწონს კბენა. ბევრი მათგანი ორალური სექსის ოსტატია. უყვარს სექსი წყალში, ასევე მაგიდაზე და იატაკზე, სადაც აბრეშუმი და ატლასი აფენია. ამ ნიშნისთვის ხშირად სულერთია, სად ექნება სექსი. მთავარია – მაღალი ხარისხი! მამაკაც ღრიანკალს გონება და ემოციები ყოველთვის შესანიშნავ ურთიერთჰარმონიაში აქვს. სექსი თითქოს-და ღრიანკალისთვისაა შექმნილი და მთელი თავისი არსებით მიილტვის მისკენ. სასიყვარულო ბატალიებში მორიელის დამარცხება შეუძლებელია. მისი ეროგენული ზონა უშუალოდ სასქესო ორგანოა.
მშვილდოსანი ქალი
მოსწონს სასიყვარულო ურთიერთობები ბუნებაში, ღია ცის ქვეშ. ძალიან აღზნებულია, როდესაც იმყოფება კარავში ან ზღვის სანაპიროზე. მოსწონს სწრაფი სექსი. ვერ იტანს ხანგრძლივ პლერუდიას. მისთვის მთავარია სწრაფად გადასვლა ,,შოუს ძირითად ნაწილზე”. სექსში გულუხვი და გაუმაძღარია, ისევე, როგორც მოხერხებული და მაცდუნებელი. ზოდიაქოს მეცხრე ნიშნის ეროტიული ზონა წელი და თეძოებია. ქალი მშვილდოსანისათვის ასევე მნიშვნელოვანია თმაზე შეხება. მის კარადაში ყოველთვის არის სექსუალური აქსესუარები – ხელთათმანები და სექსუალური ფეხსაცმელი.
მშვილდოსანი მამაკაცი
ყოველთვის ინტენსიური სასიყვარულო ურთიერთობები აქვს. ის ყოველთვის მზადაა ექსპერიმენტებისთვის, უყვარს სიახლეები, მოსწონს ახალი პოზები. კარგად გამოსდის ეროტიული მასაჟი და პარტნიორისთვის გასაოცარი შეგრძნებების მინიჭება შეუძლია. მშვილდოსნებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე პარტნიორი ჰყავდეთ. მათთვის მთავარია რჩეული ქალი იყოს მათი ერთგული და ნაკლებად კრიტიკული მათ მიმართ. მათ უყვართ ქალის ტუჩებზე და მკერდზე ყურება. მათ აღაგზნებს და აღტაცებაში მოყავთ დიდ მკერდიან ქალბატონებს.
თხის რქა ქალი
არ სჭირდება ბევრი დრო პლერუდიისთვის, გადადით პირდაპირ მთავარ მომენტზე. ის არ არის დაინტერესებული ეგზოტიკური ვარიაციებით, მხოლოდ ძალაუფლების მოყვარულია. სექსში დომინირება უყვარს და მოსწონს მამაკაცზე ზემოდან მოქცევა. მთავარია აყვეთ მის რიტმს და სექსი ორგაზმის მიღების ველურ შეჯიბრში გადაიზრდება. საკმარისი მოთმინება და უნარი აქვს დაჟინებით მიიღოს ის, რაც სურს. ქალი თხის რქები მუცელსა და ხელებზე კოცნაზე გიჟდებიან. ორივე სქესის ნიშანს უყვარს ზურგის მასაჟი.
თხის რქა მამაკაცი
სექსი ყველაზე საუკეთესოა, რაც შეუძლია შემოგთავაზოთ. ის დამაინტრიგებელი და სენსაციურია. მისი რჩეული ყოველთვის მზად უნდა იყოს მისი სურვილების დასაკმაყოფილებლად. თხის რქა სექსში დაუღალავი და გამძლეა. უყვარს მასაჟი, რომელიც ქვემოდან იწყება და ხერხემალთან მთავრდება ასევე, მამაკაც თხის რქებს უყვართ, როდესაც ქალის მკერდი ეხებათ. ეს ნიშანი ვნებათაღელვისათვის არის დაბადებული. სექსში ტკბობის ისეთ მწვერვალს აღწევს, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის არის მისაწვდომი.
მერწყული ქალი
აიდეალებს სიყვარულს. სასიყვარულო პლერუდიას ნელა და ნაზად იწყებს. როდესაც დარწმუნდება, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ხდება საოცრად მრავალფეროვანი. უყვარს სექსში სიახლეები, ხიბლავს ნებისმიერი სექსუარული თავგადასავალი. მისთვის მთავარია რწმენა, რომ პარტნიორი სათანადო პატივს სცემს მის გრძნობებსა და მოთხოვნებს. თავშეკავებული და ზომიერი მამაკაცისათვის იგი შესანიშნავი პარტნიორია. თავაწყვეტილი ვნებები მისთვის მიუღებელია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე უცნაურ ადგილას აქვთ განლაგებული ეროტიული ზონები, ესენია: იდაყვები, მუხლები და ფეხის კოჭები. ამ ადგილებში შეხება მათ სურვილს უღვიძებთ.. საყვარელი პოზაა – ფეხზე დამდგარი, მითუფრო არასტანდარტულ გარემოში.
მერწყული მამაკაცი
არ უყურებს ქალს, როგორც სექსუალურ ობიექტს. სექსის დაწყებამდე ეროტიკული სტიმულაცია ურჩევნია. არ არის ერთგული. თუ ქალს მხოლოდ სექსი და ზედაპირული ურთიერთობები სურს, მასთან ძალზე ბედნიერი იქნება, რადგან მერწყულმა მამაკაცმა ნამდვილად იცის სექსის დროს სიამოვნების მინიჭება პარტნიორისთვის. მერწყულს ყოველი სიახლე აღაგზნებს, ამიტომ ეძებს გამუდმებით ახალ, საინტერესო ადამიანებს; ამ ნიშნის წარმომადგენლებს სურთ იწვნენ სხვადასხვა სხეულების გვერდით და ეხებოდნენ მათ. მათ სტიმულს აძლევს სექსუალურ პარტნიორთა მრავალფეროვნება, მაგრამ ეს სექსუალური ამორალობა კი არა, არამედ ჩვეულებრივი “მერწყულისეური ცხოვრებაა”. ფრთხილად იყავით, არსებობენ უცაური მერწყულებიც, რომლებიც შესაძლოა სადისტებიც კი აღმოჩდნენ, რადგან ვერ იტანენ ქალისგან უარს.
თევზები ქალი
ყოველთვის კლასიკურად იწყებენ სექს, საუბრობენ სწორად და ქმნიან სასიამოვნო ატმოსფეროს. თუ თქვენ სექსუალურად თავისუფალი ადამიანი ხართ, დატკბებით მისი ხანძლივი ეროტიკით. თუ თევზების ფანტაზიები მამაკაცის ფანტაზიებს დაემთხვა – ,,ცხელ სექსს” მიიღებთ. ისინი იშვიათად ამბობენ არას, როდესაც ვინმე სასიყვარულო ურთიერთობებს სთავაზობს. მათ უყვართ რომანტიკა, სანთლები და ბუხართან სექსი. თევზები ყველაფერს რომანტიკულად აკეთებს. საყვარელი ადგილია ჯაკუზი, უყვართ სექსი წყალში. ეროგენული ზონა – ფეხის თითებია. უყვართ როდესაც ვინმე მათ ენით ეხება. გიჟდებიან ტერფების მასაჟზე.
თევზები მამაკაცი
ყველაფერს იღებს საკუთარ თავზე, მოუთმენელია და არ უყვარს, როდესაც პასუხს უგვიანებენ. გულგრილია სექსუალურ შეხედულებებზე, მორალსა და სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში. მას სურს ისეთი პარტნიორი ჰყავდეს, რომელიც მის ტემპერამენტსა და სექსუალურ სურვილებს შეეფერება. თევზები რომანტიკული და მგრძნობიარე ქალის დაკმაყოფილების ოსტატია. შეუძლია უამრავი ორგაზმი განაცდევინოს პარტნიორს როგორც სექსის დაწყებისას, ასევე კულმინაციის დროს. უყვარს აბაზანაში, ან წყალში სექსი და ასევე, ტერფების მასაჟი.