თეგებით ძიება

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გადაადგილების, შეხვედრებისა და ურთიერთბების დღეა. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. გაიუმჯობესეთ განწყობა.

კურო
დასვენებისა და მოდუნების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ ცოდნის მიღებას. აგრეთვე, კარგი დღეა წიგნების, ტურისტული ცნობარის შესაძენად.

ტყუპი
დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. იყავით ღიმილიანი. დაიცავით ზომიერება ყველაფერში და ცოტა თვითკრიტიკაც არ გაწყენთ.

კირჩხიბი
საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ ბავშვებთან ურთიერთობა ან ქალაქგარეთ გამგზავრება.

ლომი
წარსულს გაატანეთ ყველა შეცდომა და მარცხი. სტუმრად დიდხანს ნუ გაჩერდებით. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას, სწავლას.

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხების მოგვარებას. ზოგიერთს მოულოდნელი იდეა ან მგზავრობა გეგმებს აგირევთ.

სასწორი
დღეს შეიძლება გიდის ფუნქციაც შეითავსოთ და ტურისტებს საინტერესო ადგილები გააცნოთ. მოიმატებს თქვენი პოპულარობა სოციალურ ქსელში.

მორიელი
მთელი დღე საინტერესო მოვლენებით გექნებათ დატვირთული. შეიძლება განაახლოთ მიტოვებული საქმე. ყველა მოვლენა დაწვრილებით შეისწავლეთ.

მშვილდოსანი
საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. უფრო მეტიც, ერთად შეასრულოთ საოჯახო საქმე, ან ქალაქგარეთ გაისეირნოთ.

თხის რქა
ეცადეთ, თქვენი კეთილგანწყობით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს. ზოგიერთს სერიოზული საუბარი ელის სასიყვარულო პარტნიორთან.

მერწყული
არ გადაიღალოთ, მეტად დაისვენეთ. გარშემო მყოფები თქვენზე იზრუნებენ. ზოგიერთები ნანატრის განხორციელებას შეძლებთ.

თევზები
პოზიტიური ცვლილებები გელით ოჯახში. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა