ფუმფულა ნამცხვრები - ჩემი საყვარელი დესერტების სიიდან!
ინგრედიენტები
კეფირი - 250 მლ
შაქარი - 5 ს/კ
სოდა - 1 ჩ/კ
მარილი - 0,5 ჩ/კ
ზეთი - 2 ს/კ
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 4 ჭიქა
ვანილინი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
გაცერით ფქვილი, შეურიეთ ვანილინი.
კეფირში გახსენით სოდა და გააჩერეთ 10 წუთი.
ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად, დაუმატეთ ზეთი და კვლავ კარგად აურიეთ.
მიღებული მასას ნელ-ნელა დაუმატეთ კეფირის მასა.
შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ. ფქვილი აკონტროლეთ, შესაძლოა, დაგჭირდეთ ნაკლები ან ცოტათი მეტი.
გააბრტყელეთ ცომი სამუშაო, ფქვილმოყრილ მაგიდაზე 2 სმ სისქეზე. ამოჭერით სასურველი ფიგურები (შეგიძლიათ უბრალოდ წრეები ამოჭრათ ჭიქით).
შეწვით ზეთში ორივე მხრიდან, როგორც ოლადები.
სუფრასთან მიიტანეთ ფუმფულები არაჟანთან, ჯემთან ან შოკოლადის სოუსთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!