ქათმის ფილე "ზებრა" - ასე მომზადებული ხორცი განსაკუთრებულად წვნიანი გამოდის!
ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 500 გ
ყველი - 200 გ
პომიდორი 2 ცალი
არაჟანი - 50 გ
ნიორი 2-3 კბილი
სოიოს სოუსი - 50 მლ
ოხრახუში - და სხვა სასურველი მწვანილი
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადება:
მარინადისთვის: სოისოს სოუსს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სხვა მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი. დაასხით მარინადი ქათმის ფილეს და გააჩერეთ 30-40 წუთი.
ყველი და პომიდორი დაჭერით კუბიკებად. არაჟანში შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი.
ქათმის თითო ფილე ჩაჭერით 203 ნაწილად, თთეულ ჩანაჭერში ჩატენეთ ყველი და პომიდორი. წაუსვით ნივრიანი არაჟანი.
მოათავსეთ ქათმის ფილე ცხიმწასმულ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 200 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!