რა არის თქვენთვის შესაფერისი პროფესია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგიურ ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი, თორმეტ შესაბამის "სახლად" იყოფა. სახლები კი ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროებზე არიან პასუხისმგებელი. შესაბამისად, ის, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნითაა ადამიანი დაბადებული, მისი ზოდიაქოს სახლის შესაბამისად ხშირად განაპირობებს იმას, თუ რა პროფესიული მისწრაფებები გააჩნია ამ უკანასკნელს. ეს იმას როდი ნიშნავს რომ აუცილებელია ყველა ადამიანმა აუცილებლად საკუთარი ზოდიაქოს მართვის არეალის მიხედვით შეარჩიოს პროფესია, თუმცა სტატისტიკურად თუ გადავხედავთ, ასტროლოგიის სრულიად არმცოდნე ხალხიც კი აღიარებს იმას, რომ ზოდიაქოს ნიშანი ძალზე ხშირად ახდენს გავლენას მომავალი პროფესიის არჩევანზე.
ასე მაგალითად, ვერძები შოუბიზნესში, სამხედრო სფეროში, სპორტულ სარბიელსა და პიარ/მარკეტინგის სფეროში გვხვდებიან.
კუროები საფინანსო სფეროს, კვების ინდუსტრიას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას ირჩევენ.
ტყუპის სფერო ერთმნიშვნელოვნად ჟურნალისტიკაა, გარდა ამისა, მათ შორის ბევრი მწერალი, ლიტერატორი და მასაჟისტი გვხვდება.
კირჩხიბები თავს იდეალურად გრძნობენ საოჯახო ბიზნესში; სარესტორნო ქსელის მართვა, საარქივო საქმიანობა, ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევები, ანტიკვარიატით ვაჭრობაც კირჩხიბისაა.
ლომები თეატრალურ სარბიელს, პოლიტიკას ან პედაგოგიურ საქმიანობას ირჩევენ.
ქალწულების სფერო კომერცია და მედიცინაა. მათ ხშირად შეხვდებით საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებში ან სამკურნალო დაწესებულებებში.
სასწორებს შორის ყველაზე ხშირად კარგი იურისტები და დიზაინერები გვხვდებიან.
ხოლო მორიელი საკუთარ თავს სამაშველო საქმიანობაში, კერძო ბიზნესში ან აზარტული თამაშების ინდუსტრიაში პოულობს.
მშვილდოსნებისგან არაჩვეულებრივი ვეტერინარები, ლექტორები და სპორტის მოღვაწეები დგებიან.
თხის რქებს კი ბედი სწყალობთ პოლიტიკურ სარბიელზე ან ადმინისტრაციულ სფეროში.
მერწყული ინტერნეტ-კომუნიკაციის სპეციალისტია, თუ დიპლომით არა მოწოდებით მაინც. მათ შორის ბევრი კარგი პროგრამისტი გვხვდება.
თევზები იდეალურად ახერხებენ სამსახიობო სარბიელის დაპყრობას. მათთვის არანაკლებ მომგებიანია ფსიქოლოგის პროფესია.
წყარო: astrologi.ambebi.ge