თეგებით ძიება

ვირთხა – ზოგადი დახასიათება

ვირთხა დაბადებულია შარმისა და აგრესიის ნიშნის ქვეშ.
ერთი შეხედვით ის მშვიდი, გაწონასწორებული და მხიარულია, მაგრამ ნუ დაუჯერებთ პირველ შთაბეჭდილებას, ეს მოჩვენებითი შთაბეჭდილებაა, რომლის მიღმაც ვირთხის მუდმივი ნერვოზულობა და აღგზნებადობა იმალება.საკმარისია უფრო მეტად დაუახლოვდეთ მას და თქვენ დაინახავთ მის მოუსვენარ, ნერვოზულ, ტიპიური ქოლერიკის ბუნებას.
ვირთხა-გაურკვევლობასა და ქაოსს ქმნის, ხშირად მანიაკალურია, ყოველ შემთხვევაში – სკანდალისტი მაინც.

მას უყვარს მეგობრებთან შეხვედრა და ხალისით ჭორაობს მათთან.

არ ერიდება ცილისწამებას და ამიტომ მას უფრო მეტი ნაცნობი ჰყავს, ვიდრე მეგობარი.

ის არასდროს არავის ენდობა, თავშეკავებულია და საკუთარ საზრუნავსსხვას არ ახვევს თავზე.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აქვთ მიდრეკილება, ნახონ მოგება ან/და სარგებელი ყველასა და ყველაფრისგან: მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, ფულისგან, მეგობრების ფულისგან და ა.შ/

დახვეცილი მოთამაშე და გურმანი ვირთხა ცდილობს თავისი თავი არაფერში შეზღუდოს, მაგრამ ამასთანავე ნერვიულობს საკუთარ მომავალზე და ოცნებობს ეკონომიაზე, რათა უზრუნველი მომავალი ჰქონდეს.

ქალ ვირთხას ზუსტად იგივე თვისებები ახასიათებს, რაც კაცს, უბრალოდ მას უფრო მკვეთრად გამოხატული დაგროვების უნარი აქვს, თუმცა, ხშირად ეს საერთოდ არაა საჭირო. ის შეიძლება ნახოთ ფასდაკლებაზე, სადაც ყიდულობს განურჩევლად ყვალაფერს იმ იმედით, რომ სამომავლოდ დიდ საქმეებს დაატრიალებს.

ვირთხა დაჯილდოვებულიაკარგად განვითარებული წარმოსახვით, ის შეიძლება იყოს შემოქმედი, უფრო ხშირად – ვირთხა, ბრწყინვალე კრიტიკოსია.სასურველია მისი რჩევების გათვალისწინება. ზოგიერთ ვირთხას ეს თვისება შესაძლოა ნაკლშიც კი გადაუვიდეს და საშიშ ქმედებებისკენაც კი უბიძგოს – საკუთარი სიამოვნების გამო ისინი იწყებენ ყველაფრის განადგურებას.

მეწვრილმანე ვირთხა დაჯილდოვებულია ნიჭით, კეთილსინდისიერად, ბოლომდე მიიყვანოს საქმე, მათ შორის ისინიც, რომლებიც განწირულნი არიან მარცხისთვის.

ვირთხას შეუძლია თავისი ცხოვრების მოწყობა და წარმატების მიღწევა, თუკი მოცემული მომენტისთვის თავისი უკმაყოფილების აღკვეთას შეძლებს.

ნებისმიერი ვირთხას ურჩევნია იცხოვროს ეშმაკობითა და ცბიერებით, ვიდრე შრომით. ბევრს აღწევს იმ ადამიანების შრომის წყალობით, რომლებიც მასზე მუშაობენ. უარეს შემთხვევაში ვირთხა შესაძლოა გენიალური პარაზიტი, ან ,,მებაჟე,, გახდეს. სიზარმაცემ შეიძლება ის ჩინოვნიკად და ,,კანცელარიის ვირთხად,, ჩამოაყალიბოს. მას შეუძლია წარმატების მიღწევა პოლიტიკაში, ასევე მსახიობის ამპლუაში. მას უფრო გონებრივი სამუშაო ხიბლავს, ვიდრე ფიზიკური.

სამწუხაროდ, ვირთხა ფულს დაგროვებისთანავე ხარჯავს, არ ზღუდავს თავის თავს არაფერში და თუ ვინმეს ეხმარება – ეს დახმარება არ არის უანგარო. თუმცა მას შუძლია იყოს დიდსულოვანი მათთან, ვინც უყვარს, თუნცად ის არ პასუხობდეს ვირთხას სიყვარულით.

ვირთა კარგ არჩევანს გააკეთებს, თუ თავის ცხოვრებას დაუკავშირებს დრაკონს, რომელიც მას თავის ძლევამოსილებას მოუტასნ, ხოლო თავად დრაკონს ვირთხა თავის კრიტიკული ჭკუით დააჯილდოებს.

მოამზადა მერი გოგებაშვილმა
წყარო: astrologia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა