თეგებით ძიება

ხილის სალათა ლიქიორით

ინგრედიენტები
საზამთროს რბილობი - 300 გ
ნესვის რბილობი, მწიფე - 300 გ
ატამი ან მანგო - 2 ცალი
მაყვალი - 1 ჭიქა
შაქრის სიროფი - 3 ს/კ
ხილის ლიქიორი - 3 ს/კ
პიტნის ფოთლები - გასაფორმებლად

მომზადების წესები
ნესვისა და საზამთროს რბილობიდან ნაყინის კოვზით ამოვიღოთ ბურთულები ან დავჭრათ სასურველ ფორმაზე. ატამი ან მანგო გავფცქვნათ და თხლად დავჭრათ. შაქრის სიროფს დავუმატოთ ლიქიორი. ხილი ერთად ავურიოთ, მოვასხათ სოუსი და მოვრთოთ
პიტნის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა