საზამთროს მოჰიტო
ინგრედიენტები
საზამთროს რბილობი - 700 გ
ვაშლის წვენი - 1 ჭიქა
ლაიმი - 2 ცალი
პიტნა - 1 კონა
შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესები
საზამთროს მოაჭერით კანი, ამოაცალეთ თესლი. გადადეთ 1 ცალი ლაიმი და პიტნის 4-6 ღერი ცალკე, გასაფორმებლად. დანარჩენ პიტნას მოაცალეთ ფოთლები და დაჭერით. მეორე ლაიმისგან გამოწურეთ წვენი. ათქვიფეთ საზამთროს რბილობი, ვაშლის წვენი, პიტნა და ლაიმის წვენი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაასველეთ მაღალი ჭიქების პირი წყალში, შემდეგ კი ამოავლეთ თეფშზე დაყრილ შაქარში. გაანაწილეთ ჭიქებში საზამტროს მოჰიტო, მორთეტ პიტნის ღერებითა და ლაიმის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!