კიტრის მურაბა ლაიმითა და პიტნით
ინგრედიენტები
კიტრი - 1 კგ (პატარა ჯიშის)
შაქარი - 600 გ
ლაიმი - 1 ცალი
პიტნა - 40 გ (მთლიანი ღერები)
მომზადების წესები
კიტრი დაჭერით მსხვილ, 1x1 სმ კუბიკებად. მოაყარეთ შაქარი და დადგით ქვაბით, სანამ წვენს არ გამოუშვებს. შემდეგ დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე.
წვრილ სახეხზე გახეხეთ ლაიმის ცედრა, გამოწურეთ წვენი. 10-15 წუთში კიტრის ხარშვიდან, დაუმატეთ ქვაბში ლაიმის ცედრა და წვენი, ასევე პიტნის ღერები.
ხარშეთ კიდევ 10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და ბოლომდე გააციეთ.
გაიმეორეთ იგივე მოქმედება კიდევ 3-ჯერ. ამოიღეთ პიტნის ღერები ქვაბიდან და გაანაწილეთ მურაბა ქილებში. დაახურეთ ჰერმეტულად და ბოლომდე გააციეთ.
გემრიელად მიირთვით!