თეგებით ძიება

პიცა კალცონე

ინგრედიენტები
პიცის ცომი
პომიდვრის სოუსი
ზეითუნის ზეთი - 2-3 ს/კ
გახეხილი ყველი (სასურველია მოცარელა) - 1 ჭიქა
ძეხვი - 150 გ, თხლად დაჭრილი
ორეგანო (თავშავა)

მომზადების წესები
მოვამზადოთ ცომი: 200 მლ თბილ წყალში გავხსნათ 2 ჩ.კ. მშრალი
საფუარი, 0,5 ჩ.კ. მარილი და 1 ჩ.კ. შაქარი, ფქვილის
დამატებით მოვზილოთ ცომი და გადავაფაროთ
ჩაის ტილო. როცა აფუვდება ჩავზილოთ
ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად.
გავყოთ პატარა გუნდებად და გრძელ, წვრილ ზოლებად გავაბრტყელოთ. წავუსვათ ზეთი, შემდეგ
პამიდვრის სოუსი, რომელსაც ამზადებთ შემდეგი წესით: ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი 2 თავი
ხახვი და 1 კბილი ნიორი, დაუმატოთ 5 ცალი
დაჭყლეტილი პამიდორი, წიწაკა, მარილი და
ორეგანო, ვშუშოთ 4-5 წუთის განმავლობაში.
შემდეგ მოვაყაროთ ყველი, ზედ დავაწყოთ თხლად დაჭრილი ძეხვი, ორეგანო
და ლოკოკინასავით გადავახვიოთ. გამოვაცხოთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15
წთ. გამომცხვარ პიცას მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა