თეგებით ძიება

მოდური ჩანთა რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ

ასტროლოგიაში არსებობს სპეციფიკური მიმართულება - ე.წ. "მოდის ასტროლოგია", რომელიც ასტროლოგიისა და მოდური ტენდენციების კავშირს იკვლევს. თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ საინტერესო პარალელებიც დგინდება ამ მხრივ. ჩვენი საიტი არერთგზის გთავაზობთ სტატიებს მსგავს თემაზე, არც ამჯერად დაგწყვეტთ გულს და დღეს იმაზე ვისაუბრებთ როგორი ტიპის, ფორმის, ფასონისა და სტილის ჩანთებს ანიჭებენ უპირატესობას ქალები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:

ვერძებს დინამიკური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, დიდი და მასიური ფორმის ჩანთა შეეფერებათ. საიმისოდ, რომ ყველა საჭირო ნივთი და აქსესუარი ატარონ თან.

კუროს მოსწონს ე.წ. "ვინტაჟური" ტიპის ჩანთები. მისთვის იდეალურია საკვოიაჟის ფორმის მოდელები. აუცილელბად ბრენდული და ხარისხიანი.

ტყუპი ჩანთას ხასიათის მიხედვით იცვლის, ამიტომ დღის მანძილზე შესაძლოა მან რამდენჯერმე შეიცვალოს ჩანთის დიზაინი. ისე კი მისთვის მომცრო ზომის, მხიარული პრინტითა და ნახატებით გაფორმებული ჩანთებია მისაღები.

კირჩხიბს სოლიდური, ტევადი და რაც მთავარია, მოდური ხელჩანთა ესაჭიროება ბევრი ჯიბითა და სხვადასხვა განყოფილებით. მისთვის მნიშვნელოვანია ასევე ჩანთის ფერიც, ამიტომ ხშირად ირჩევს ნეიტრალურ ტონალობას.

ლომს უკანასკნელი მოდელის, ეფექტური და მდიდრული ჩანთები იზიდავს. იგი ხშირად ანიჭებს უპირატესობას სექუინით ან თვლებით გაწყობილ ქლათჩებსაც.

ქალწული პრაქტიკულობის მომხრეა ყველგან და ყველაფერში, ამიტომ ჩანთას ყოველთვის ხარისხიანს, ნატურალური ტყავით დამზადებულს და სადა დიზაინით ირჩევს. მისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ ხელჩანთა გამძლეობით გამოირჩევა, არ მოერიდება შეძენისას მისი ნაკერების სიზუსტით შემოწმება.

სასწორი მრავალმხრივობის მომხრეა ხელჩანთებში. თუმცა მთავარი მესიჯი მისთვის ჩანთის ფერი და ვიზაულური ეფექტია. იგი ხშირად ატარებს ბაფთებით და მაქმანებით გაწყობილ პატარა ზომის, "გლამურულ" ხელჩანთებს.

მორიელს მოსწონს ნატურალური ტყავისგან დამზადებული ტევადი ჩანთა, თუმცა უარს არც ქვეწარმავლის ტყავით დამზადებულ ნიმუშებზე იტყვის. მისთვის იდეალურია პითონის ტყავით შეკერილი ქლათჩი ან სულაც ჩანთა-ბირკინი, რომელიც მართალია სოლიდური თანხა ჯდება სამაგიეროდ, მორიელის ავლადიდება საიმედოდ იქნება დაცული.

მშვილდოსანი კომფორტისა და უბრალოების მომხრეა. ამიტომ ჩანთას ისეთს არჩევს, ხელი რომ არ შეუშალოს გადაადგილებაში. მისთვის იდეალურია ზურგჩანთის ტიპის მოდელები. ან მომცრო ზომის გადასაკიდი ხელჩანთა.

თხის რქას კლასიკური სტილის ხელჩანთა მოეწონება. შესაძლებელია იგი ასევე აღფრთოვანდეს ვინტაჟური სტილის ჩანთა-საკვოიაჟით.

მერწყული ორიგინალურობით გამოირჩევა და ხშირად ჩანთას საკუთარი დიაზინითაც კი ქმნის. მას ძალიან მოეწონება "გამჭვირვალე" ან მინის ეფექტის მქონე ხელჩანთები, რომელიც ნეონის ბრწყინვალებით გამოირჩევა.

თევზებს დახვეწილი სტილის, ლამაზად გაფორმებული ხელჩანთები იზიდავს. ბევრი ქალი თევზი უპირატესობას ანიჭებს პატარა ხელჩანთებს ან სულაც ჩანთა-საფულეებს, რომელიც კომფორტული და მარტივი სატარებელია.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა